პოლიტიკა

ეკონომიკა

ბიზნეს სიახლეები, ყველა უახლესი ბიზნეს სიახლე, ეკონომიკის ახალი ამბები, საერთაშორისო სიახლეები, მთავარი ფინანსური ოპერაციები და სხვა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 38.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 …

ნახვა »

ცნობილია ვინ მიიღებს 1125 ლარს მერიისგან – ნახეთ დეტალები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, დღეიდან ვიწყებთ განცხადებების მიღებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე კატეგორიას ეხება ეს დაფინანსება: 1. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; 2. მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; 3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს …

ნახვა »

კობა გვენეტაძე – წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8% შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინები, ეროვნული ბანკი მიმდინარე პროგნოზით, წლის განმავლობაში მკაცრ …

ნახვა »

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს …

ნახვა »

დოლარის ფასი შეიცვალა – ნახეთ ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6504 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0090 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ …

ნახვა »

საქსტატი – დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 255.1 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1.6 ლარით შემცირდა და, ჯამში, 253.5 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 1.5 ლარით არის შემცირებული …

ნახვა »

2022 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებელი. 2022 წელს არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 043 მლნ. აშშ დოლარი იყო: ექსპორტი – 5 592,8 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი – 13 450,1 მლნ. აშშ დოლარი. 2022 წლის …

ნახვა »

ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საწვავზე ფასების შემცირება კვლავ გაგრძელდება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია. ლექვინაძის თქმით, შესაძლოა, ბაზარზე ადგილი ჰქონდეს ფასების დაკლების მიმართულებით კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას. მისივე განცხადებით, მოკვლევა დაწყებულია, საბოლოო გადაწყვეტილება კი თებერვალში გახდება ცნობილი. „კონკურენციის ეროვნულმა …

ნახვა »

10 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 969-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა …

ნახვა »

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება – გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია