პოლიტიკა

კულტურა

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეგვიპტეში აღმოჩენილი გვირაბი კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანთ

ეგვიპტეში, ალექსანდრიასთან ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს გვირაბი, რომელმაც არქეოლოგები შესაძლოა კლეოპატრას აკლდამამდე მიიყვანოს ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ინფორმაციით, გათხრებს ტაპოსირის მაგნაში სან-დომინგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი კეტლინ მარტინესი ხელმძღვანელობს, რომელიც ეგვიპტეს უკანასკნელი დედოფლის საფლავს 2005 წლიდან ეძებს. მისმა გუნდმა ტაძრის ქვეშ, 13 მეტრის სიღრმეზე მდებარე გვირაბი აღმოაჩინა, რომლის სიგრძეს 1 305 მეტრს აღწევს, …

ნახვა »

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა

 ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, დევიდ პოლ ქეის ნახატი Christie’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე ყველაზე ძვირად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხელოვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ნახატი, სახელწოდებით „უპირობო სიყვარული“ 10 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. როგორც მხატვარი წერს, მიღებული თანხა Arms Around the Child-ს გადაერიცხება, შიდსით დაავადებული 10 ბავშვის დასახამარებლად, რომლებსაც მკურნალობასა …

ნახვა »

მაყურებელი Avatar: The Last Airbender-ის ანიმაციურ ფილმს 2025 წელს იხილავს

  რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Avatar: The Last Airbender-ზე კინოსტუდიები Paramount და Nickelodeon სამ ანიმაციურ ფილმს გადაიღებდნენ. როგორც ცნობილია, რომ ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელ აანგზე გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმის პრემიერა 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგება.  ფილმები Nickelodeon-ის პოპულარულ ანიმაციურ სერიალს დაეფუძნება, რომელიც ტელეეკრანებზე 2005 წლიდან 2008 წლამდე გადიოდა. პირველი …

ნახვა »

შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი გარდაიცვალა

 როგორც BBC იუწყება, შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი და ერთ-ერთი დამაარსებელი, დენ მაკაფერტი 76 წლის ასაკში  გარდაიცვალა.  ამ ეტაპზე მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა 2013 წელს მაკაფერტიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რეგულარულ გამოსვლებს წყვეტს. როგორც მუსიკოსმა მაშინ აღნიშნა, მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და კუჭის წყლული ჰქონდა.

ნახვა »

სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ გასტროლი აშშ-ში წარმატებით გრძელდება

  ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ გასტროლი აშშ-ში წარმატებით გრძელდება. სოლო-კონცერტები გაიმართა ბერკლიში, კალიფრონიის უნივერსიტეტში,  ჩიკაგოსა და სანტა-ფეში, ნიუ-მექსიკოს შტატში.  როგორც ცნობილია, 10 ნოემბერს „ბასიანს” პენსილვანიაში ელიან. ანსამბლი გასტროლს 12 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონცერტით დაასრულებს.

ნახვა »

მჯერა — სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2022-ზე წარდგება

  ცოტა ხნის წინ შედგა სიმღერის პრემიერა, რომელიც საქართველოს 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს. სიმღერას, სახელწოდებით მჯერა, 12 წლის მარიამ ბიგვავა სომხეთის დედაქალაქში დაგეგმილ ფინალურ შოუზე შეასრულებს.  სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, კომპოზიციაზე ვიდეოკლიპი კი ზაზა ორაშვილმა შექმნა. გადაღებები კინოთეატრ აპოლოში მიმდინარეობდა.  ცნობისთვის, მარიამ ბიგვავამ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის …

ნახვა »

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა

  როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში მესამედ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.  “ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს. ამჯერად ჩვენი …

ნახვა »

მსახიობი ლესლი ფილიპსი, რომელიც ჰარი პოტერში გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა, გარდაიცვალა

 მსახიობი ლესლი ფილიპსი, რომლის ხმასაც ჰარი პოტერის ფანები კარგად იცნობენ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლესლი ჰარი პოტერის ფილმებში გამნაწილებელ ქუდს ახმოვანებდა — მოლაპარაკე ჯადოსნურ ქუდს, რომელიც ჰოგვორტსში მისულ პირველკურსელებს სხვადასხვა სახლში ანაწილებდა.  როგორც ცნობილია, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და აქამდე გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა.  შეგახსენებთ, ლესლი ფილიპსი 1958-1978 წლებში Carry On-ის ფილმების …

ნახვა »

The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში ჰენრი კავილის დაბრუნებას პეტიციით ითხოვენ

 The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. მე-3 სეზონში კი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.  სერიალიდან ჰენრი კავილის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, რომლითაც The Witcher-ის გულშემატკივრები სერიალში …

ნახვა »

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აარონ კარტერი გარდაიცვალა

 ამერიკელი მომღერალი და მსახიობი აარონ კარტერი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტერის ცხედარი კალიფორნიის შტატში, მისი სახლის აბაზანაში აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ცნობისთვის, აარონ კარტერმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როდესაც ის სულ რაღაც 9 წლის იყო. ამასთან, ის ცნობილი ჯგუფის, Backstreet Boys-ის ერთ-ერთი წევრის, ნიკ კარტერის ძმაა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია