პოლიტიკა

კულტურა

“ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გადასახების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა …

ნახვა »

Netflix დევიდ ბექჰემზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-ის დოკუმენტური მინი-სერიალის გმირი გახდება. სერიალში საარქივო ვიდეოჩანაწერების გამოყენებით მოთხრობილი იქნება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელის საფეხბურთო გზაზე. მაყურებელი ასევე ნახავს თავად ბექჰემის, მისი ნათესავებისა და სხვა ადამიანების ინტერვიუებს. პროექტის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდუსერი იქნება ფიშერ სტივენსი ჯონ ბატსეკთან თანამშრომლობით. Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სერიალის ერთ-ერთი …

ნახვა »

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი ზაგრების გრანპრიზე

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა. ხვალ ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ნახვა »

მხევლის წიგნის მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი – ვიდეო

მხევლის წიგნის მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი უკვე გამოვიდა და საკმაოდ დაძაბულ სანახაობას გვპირდება. როგორც ტრეილერიდან ჩანს, ამ სეზონის მთავარი გმირები ჯუნი და სერენა იქნებიან და ერთმანეთის დასამარცხებლად ნებისმიერ გზას გამოიყენებენ. ემის მფლობელი სერიალი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების მქონე დისტოპიური ნოველის მიხედვითაა გადაღებული. მაყურებლებმა მხევლის წიგნი პირველად 2017 წელს იხილეს და ის უამრავი ადამიანის …

ნახვა »

ვან გოგის ნახატის უკანა მხარეს მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

შოტლანდიის ეროვნული გალერიის თანამშრომლებმა ვან გოგის ნახატების კოლექციის რენტგენით დავალიერებისას შემთხვევით ცნობილი მხატვრის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. ავტოპორტრეტი მისი ერთ-ერთი ნახატის უკანა მხარეს, მუყაოსა და წებოს ფენის მიღმა “იმალებოდა”. სავარაუდოდ, ვან გოგმა ავტოპორტრეტი ფრანგი იმპრესიონისტების ნამუშევრების გაცნობის პერიოდში შეასრულა. გალერიის მიხედვით, მხატვარი ტილოებს ხშირად რამდენჯერმე იყენებდა, რათა ფული დაეზოგა და …

ნახვა »

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. მისი ახალი კლუბი „ჩონბუქ ჰიუნდაი“ იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთკორეული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ოქრიაშვილის ბოლო კლუბი კვიპროსის „აპოელი“ იყო, რომლის ღირსებასაც ის ერთი წლის განმავლობაში იცავდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც „ულსან ჰიუნდაის“ …

ნახვა »

დუბლი და ასისტი პირველ მატჩში – კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ თავი უკვე გამოიჩინა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეკრებაზე ნეაპოლელები დაბალი ლიგის „ანაუნ ვალ დი ნონს“ შეხვდნენ და 10:0 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ მატჩის აფიშაზე ქართველი თავდამსხმელის სურათი იყო გამოსახული, რაც ზოგადად დიდი პატივია, მით უფრო იტალიური კლუბის წევრისთვის. კვარაცხელია მე-6 წუთზე გაცდა მცველებს და ამირ რახმანის გაატანინა, 27-ე წუთზე თავად გაიტანა – …

ნახვა »

კარდაშიანები შოუს ახალი სეზონით ბრუნდებიან

კარდაშიანებმა თავიანთი რეალითი შოუს ახალი სეზონის გამოსვლა დააანონსეს. ტრეილერის გამოქვეყნებასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ The Kardashians მეორე სეზონით 22 სექტემბერს დაბრუნდება. შოუს ერთგული მაყურებლები ამ სეზონს განსაკუთრებულად ელოდებოდნენ, რადგან ის კარდაშიან-ჯენერების ოჯახში ბოლო თვეებში განვითარებულ გახმაურებულ ამბებს მოიცავს — კიმის ახალი შეყვარებული და კაილის მეორე შვილი. კარდაშიანების ოჯახი მსოფლიომ 2007 წელს გაიცნო, როცა მათ …

ნახვა »

მულტიმედიური გამოფენა ვაჟა-ფშაველას შესახებ

ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მულტიმედიურ ფორმატში მოამზადა. ონლაინექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – მისი დაბადების ჩანაწერს, ავტოგრაფულ ხელნაწერებს, ფოტოებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მის მოღვაწეობას, აუდიოწიგნებს, 100 წლის საიუბილეოდ 1961 წელს შექმნილ კინოსიუჟეტს, წიგნებსა და სხვა საარქივო მასალას. მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) …

ნახვა »

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ნაგოიას სუპერტურნირზე

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა გამართა. ლევან გორგაძე მერვე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ქართველ სუმოისტს ბალანსზე 2 მოგება და 2 წაგება ჰქონდა, მის მეტოქეს კი 4-დან 4 გამარჯვება. ივლისის სუპერტურნირზე ნიშიკიგის წაუგებელი სერია ლევანმა შეწყვიტა. მეტოქემ ქართველი სუმოისტის მძლავრ მიძალებას ვერ გაუძლო და ტოჩინოშინმა ნიშიკიგი დოჰიოდან გადაიყვანა. ლევან გორგაძე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია