პოლიტიკა

კულტურა

ნინო ხარატიშვილი გიზელა ელსნერის პრემიის ლაურეატია

ნიურბერგის ლიტერატუტურლმა სახლმა მეორედ გასცა გიზელა ელსნერის პრემია. წელს ეს პრემია გერმანულენოვანმა ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა დაიმსახურა. „საქართველოს ისტორიის ევროპული ისტორიის ნაწილად წარმოჩენასთან ერთად, საკუთარ ნაწარმოებებში ავტორი ახერხებს გადმოსცეს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევრპული ხასიათი. სწორედ პირადი ბედისწერისა და ისტორიული მოვლენების ერთობლიობის ასახვაა ის, რაც აქტუალობას ანიჭებს ხარატიშვილის ტექსტებს უკრაინაში …

ნახვა »

მეტ გალა 2023 – ვარსკვლავები გამორჩეული ჩაცმულობით წითელ ხალიჩაზე

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში 2023 წლის მეტ გალა ჩატარდა. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავები მუზეუმის გახსნაზე მაისის პირველ ორშაბათს შეიკრიბნენ. წლევანდელი გალას ორგანიზატორებს შორის იყვნენ: ანა ვინტური, როჯერ ფედერერი, დუა ლიპა, პენელოპე კრუსი და მიკაელა კოელი. 2023 წლის მეტ გალას თემა ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის შემოქმედება იყო.

ნახვა »

ნუცა ბუზალაძე – მე ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ. გული არაფერზე დაგწყდეთ!

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის დატოვების შემდეგ,  სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მიმართა. ის ამბობს, რომ 12 კონსურსანტს შორის ყოფნა მისთვის უკვე გამარჯვებაა და ამით არაფერი მთავრდება. „ძალიან ბევრი წერილი მივიღე და ზუსტად ვიცი, როგორ განიცდით… რადგან წინა ტურზე ჟიურიმ გადამარჩინა, იმიტომ შევარჩიე QUEEN-ის ცნობილი სიმღერა …

ნახვა »

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ რუსეთის სახალხო არტისტ თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას

რუსული მედიის bloknotborisoglebsk.ru ინფორმაციით ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ რუსეთის სახალხო არტისტ თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს და მთავარ პროკურატურას. ორგანიზაციის აქტივისტი, ანდრეი ზგონიკოვი თამარ გვერდწითელზე ამბობს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ მან რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა …

ნახვა »

ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთევეის ფან ფეიჯზე ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერი პოსტი გამოქვეყნდა

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობის ენ ჰეთეუეის ფან ფეიჯზე, ნუცა ბუზალაძის შესახებ მხარდასაჭერი პოსტი გამოქვეყნდა. „ის ფენომენალურია. თქვენ მას უკვე ვერ იტანთ იმ საოცარი ხმისთვის, რომელიც ბევრ პროფესიონალ ადამიანს აოცებს. თქვენ მას ვერ იტანთ ცეკვისთვის სიმღერის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ნიჭსა და სუნთქვის კონტროლს. თქვენ მას ვერ იტანთ მისი დუეტის …

ნახვა »

ალეკ ბოლდუინს გაუფრთხილებლობით მკლველობის ბრალდება მოუხსნეს

ალეკ ბოლდუინს გაუფრთხილებლობით მკლველობის ბრალდება მოუხსნეს. საქმე ეხება კინოოპერატორ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობას. ბოლდუინმა ფილმ „რასთის“ გადასაღებ მოედანზე რეპეტიციის დროს მას შემთხვევით ესროლა. მან არ იცოდა, რომ რევოლვერში ნამდვილი ტყვიები იდო.

ნახვა »

რონალდუსა და ბიონსეს Twitter-მა ვერიფიკაციის ნიშანი გაუუქმა

Twitter-მა ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი ათასობით ადამიანს გაუუქმა, მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ და ბიონსე. ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ამიერიდან Twitter-ის ვერიფიკაციისთვის მომხმარებელს წელიწადში $84 დოლარის გადახდა მოუწევს. ილონ მასკმა  ვერიფიკაციის ნიშანი რამდენიმე ადამიანს აჩუქა, მათ შორის არიან ლებრონ ჯეიმსი, სტივენ კინგი და უილიამ შატნერი.

ნახვა »

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არიან ჯგუფები Imagine Dragons და The Killers

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არიან ჯგუფი Imagine Dragons და The Killers, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს – იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის …

ნახვა »

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა

ელენე ნავერიანის ფილმი შაშვი შაშვი მაყვალი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე გახდა. ფილმი გადაღებულია თამთა მელაშვილის იგივე სახელის მქონე ბესტსელერის მიხედვით. შაშვი შაშვი მაყვალი ნავერიანის რიგით მესამე ნამუშევარია. ფილმის მოკლე აღწერაში ვკითხულობთ: “პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიის მესაკუთრე ეთერო 48 წლის დაუქორწინებელი ქალია. მას ერთნაირად უყვარს საკუთარი …

ნახვა »

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია