პოლიტიკა

კულტურა

Netflix-ის ფილმში ქართველი მსახიობები ითამაშებენ

Netflix-ის ახალ ფილმში “Extraction 2” კრის ჰემსვორთთან ერთად თინა დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, დათო ბახტაძე, ირაკლი კვირიკაძე, თორნიკე ბზიავა, ლევან (ჰალკი) საგინაშვილი და სხვა ქართველი მსახიობები თამაშობენ. როგორც ცნობილი გახდა, ფილმი 16 ივნიის გამოდის. ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელსაც ქართველი განგსტერი დაატყვევებს, ხოლო კრის ჰემსვორთის პერსონაჟი მათ დახსნას ცდილობს. ფილმი Marvel-ის ყველაზე …

ნახვა »

გარდაიცვალა მსახიობი ზაზა მიქაშავიძე

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს. „თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს. გადაღებულია ფილმებში: „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, „მარადისობის კანონი“, „ტერანგი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, …

ნახვა »

Tbilisi Open Air 2023-ის შემსრულებელთა სია ცნობილია

ცოტა ხნის წინ Tbilisi Open Air 2023-ის შემსრულებელთა სია ცნობილი გახდა. წელს სცენაზე ისეთ შემსრულებლებსა და ჯგუფებს ვიხილავთ, როგორებიცაა ტომ ოდელი, Kaleo, Moderat, Imany და სხვა. Tbilisi Open Air 2023 23-25 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ, რომელთა შორისაა ჯგუფი არა, Bedford Falls, Tamada, Circus …

ნახვა »

გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის საერთაშორისო კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა

ცოტა ხნის წინ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულები დაასახელეს. ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა, კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა, რასაც სოციალურ ქსელში თავადაც გამოეხმაურა. “სამი რამ: 1. მეორე ადგილი ავიღე. 2. საქართველო ევროპაა! 3. მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშემატკივრეთ მთელი ეს პერიოდი”, — წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში. რუბინშტეინის საერთაშორისო …

ნახვა »

ლევილის მამულის ბაზაზე ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ჩამოყალიბდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მოცემული ცვლილების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და …

ნახვა »

ლედი გაგა Joker 2-ის გადასაღებ მოედანზე ჰარლი ქვინის როლში პირველად გამოჩნდა

ჯოკერის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში Joker: Folie à Deux ჰარლი ქვინის როლს სავარაუდოდ ლედი გაგა შეასრულებს. ფილმის ნახვა, რომელიც 2019 წლის ოსკაროსანი ჰიტის, Joker-ის, გაგრძელებაა, მაყურებელს 2024 წელს შეეძლება. გადასაღები მოედნიდან კი ახლახან გაგას ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სწორედ ჰარლი ქვინის კოსტიუმი აქვს მორგებული. ლედი გაგა ფილმთან პირველად 14 თებერვალს დააკავშირეს, როცა ფილმის რეჟისორმა, ტოდ …

ნახვა »

The Weeknd-ი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შემსრულებელი

გინესის რეკორდების წიგნმა კანადელი მომღერალი The Weeknd-ი პლანეტის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად აღიარა. 33 წლის მუსიკოსმა ეს წოდება ორი სერიოზული რეკორდის დამყარების შემდეგ მიიღო: ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელსაც Spotify-ზე თვეში 100 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს, ამასთან The Weeknd-ს ამ პლატფორმაზე რეკორდული რაოდენობის მსმენელი ჰყავს – 111,4 მილიონი. 2020 წელს გამოსული მუსიკოსის …

ნახვა »

ჰარუკი მურაკამი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველ რომანს გამოსცემს

იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი აპრილში ახალ რომანს – „ქალაქი და მისი არასანდო კედლები“ გამოსცემს. ამის შესახებ AP News-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, წიგნის მოცულობა 1200 გვერდს შეადგენს. რომანის გაყიდვა 13 აპრილს დაიწყება. ეს მურაკამის პირველი წიგნია 2017 წლის შემდეგ. მაშინ მწერალმა გამოსცა რომანი „კომანდორის მკვლელობა“. მურაკამის რომანები, ესეები და მოთხრობები ბესტსელერებია როგორც …

ნახვა »

ოსკარი 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სრული სია

ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი 2023-ის გამარჯვებულები დაასახელა. საუკეთესო ფილმად Everything Everywhere All at Once დასახელდა, რომელმაც 11 ნომინაციიდან 7 ოსკარი მოიპოვა. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ოსკარი ბრენდან ფრეიზერმა აიღო, ხოლო მიშელ იო საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს. ნახეთ ოსკარების რიგით 95-ე დაჯილდოების გამარჯვებულების სრული სია: საუკეთესო ფილმი All …

ნახვა »

გარდაიცვალა მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი

75 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსის მეგობრები ავრცელებენ. თამაზ ყურაშვილმა 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968-1969 წწ. იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, 1970 წელს ანსამბლ „ჩანგის“, 1968-1982 წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია