ესპანეთში სიცხეს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა გრძელდება, 360 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრნობით წერს. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსს აღწევდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანომალიურ სიცხეს 238 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობას ხანდაზმულები წარმოადგენენ. …
ნახვა »აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე …
ნახვა »აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. “ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის …
ნახვა »რუსეთში „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის დირექტორი – კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ
კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთში რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განაცხადა. „მაკდონალდსმა“ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე დატოვა. კომპანიამ მაისში ქვეყანაში არსებული ყველა რესტორანი ადგილობრივ მფლობელზე გაყიდა. 12 ივნისს რესტორნებმა მუშაობა …
ნახვა »ევროპამ მარსზე სიცოცხლის მაძიებელი მისიიდან რუსეთი სამუდამოდ გარიცხა
უკვე ოფიციალურად — რუსეთი გაირიცხა ევროპის სიცოცხლის მაძიებელი მარსის როვერის მისიიდან, რომლის გაშვებაც 2020-იანების ბოლოსკენაა დაგეგმილი. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ მისიას ExoMars პროგრამის ფარგლებში რუსულ როსკოსმოსთან ერთად გეგმავდა. თავდაპირველი გეგმით, მოხეტიალე სახელად როზალინ ფრანკლინი უნდა გაეშვათ რუსულ რაკეტა “პროტონთან” ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ადგილი ყაზახეთში, რომელსაც როსკოსმოსი და რუსული სამხედრო ძალები მართავენ). ასევე დაგეგმილი …
ნახვა »მხევლის წიგნის მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი – ვიდეო
მხევლის წიგნის მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი უკვე გამოვიდა და საკმაოდ დაძაბულ სანახაობას გვპირდება. როგორც ტრეილერიდან ჩანს, ამ სეზონის მთავარი გმირები ჯუნი და სერენა იქნებიან და ერთმანეთის დასამარცხებლად ნებისმიერ გზას გამოიყენებენ. ემის მფლობელი სერიალი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების მქონე დისტოპიური ნოველის მიხედვითაა გადაღებული. მაყურებლებმა მხევლის წიგნი პირველად 2017 წელს იხილეს და ის უამრავი ადამიანის …
ნახვა »ვან გოგის ნახატის უკანა მხარეს მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს
შოტლანდიის ეროვნული გალერიის თანამშრომლებმა ვან გოგის ნახატების კოლექციის რენტგენით დავალიერებისას შემთხვევით ცნობილი მხატვრის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. ავტოპორტრეტი მისი ერთ-ერთი ნახატის უკანა მხარეს, მუყაოსა და წებოს ფენის მიღმა “იმალებოდა”. სავარაუდოდ, ვან გოგმა ავტოპორტრეტი ფრანგი იმპრესიონისტების ნამუშევრების გაცნობის პერიოდში შეასრულა. გალერიის მიხედვით, მხატვარი ტილოებს ხშირად რამდენჯერმე იყენებდა, რათა ფული დაეზოგა და …
ნახვა »ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვებს შორის რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებაა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ევროკომისიამ მიიღო ერთობლივი შეთავაზება ზომების ახალი პაკეტის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ექვსი მასშტაბური და უპრეცედენტო პაკეტის მხარდაჭერასთან და ეფექტიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. „რუსეთის სასტიკი …
ნახვა »რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში ორი უნივერსიტეტი დაბომბეს
მიკოლაივის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ორი უნივერსიტეტი დაბომბეს. „ტერორისტი რუსეთი დღეს მიკოლაივის ორ დიდ უნივერსიტეტს დაესხა თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, გამოაცხადონ რუსეთი ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში, ტერორისტად“, – წერს კიმი. გუბერნატორი სოციალურ ქსელში დაბომბვის ამსახველ ვიდეოს …
ნახვა »კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა
კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში. ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ …
ნახვა »