შვეიცარიაში, “უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განცხადა, რომ უკრაინის აღდგენის გეგმას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. “ვინ უნდა გადაიხადოს აღდგენის გეგმა, რომელიც უკვე 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? მიგვაჩნია, რომ აღდგენის მთავარი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს სისხლიანი ომი გააჩაღა. მათ გამოიწვიეს …
ნახვა »ბაიდენმა ჩიკაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნახვა »სროლა ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე – არის მსხვერპლი
ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო. მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. …
ნახვა »გვალვა იტალიაში და საგანგებო მდგომარეობა
იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. …
ნახვა »Meta ციფრული საფულის სერვისს აუქმებს
კომპანია Meta-მ გადაწყვიტა ციფრული საფულის პროექტი დახუროს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. Novi ფუნქციონირებას ოფიციალურად 1 სექტემბრიდან შეწყვეტს. Novi არის ფულის გადარიცხვის სერვისი, რომელიც დაფუძნებულია კომპანიის ციფრულ საფულეზე. პროექტი მეტავერსის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მანამდე პროექტს აშშ-ის კონგრესი აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ფასების შემცირების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა მოიშოროს Novi. თავის მხრივ Novi მომხმარებლებს ურჩევს, რაც შეიძლება მალე გამოიტანონ თანხები. ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ Novi-ს მუშაობის ბოლო დღის შემდეგ …
ნახვა »რომის პაპ ფრანცისკეს მოსკოვსა და კიევში ჩასვლა სურს
რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე თვეში კანადაში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვსა და კიევში ჩასვლას შეძლებს. აღნიშნულის შესახებ მან სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პონტიფიკოსმა აღნიშნა, ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო. აღსანიშნავია, რომ რომის არც ერთი …
ნახვა »უკრაინის ჯარმა უკან დაიხია და ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა
უკრაინის ჯარმა უკან დაიხია და ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. “უკრაინელი დამცველების სიცოცხლის გადასარჩენად, მივიღეთ გადაწყვეტილება უკან დახევის შესახებ. სამწუხაროდ, მტკიცე ნება და პატრიოტიზმი წარმატებისთვის საკმარისი არ არის – საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები” – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. რუსეთის საოკუპაციო ძალები პოზიციებს ამაგრებენ ლისიჩანსკში და ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე, – ამის შესახებ …
ნახვა »აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე
დღეს აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს. აშშ-ის საელჩო ამ დღესთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ” სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და, რომ ქვეყნებმა ყოველთვის უნდა …
ნახვა »სავარაუდო ტერორიზმი კოპენჰაგენში – არის მსხვერპლი
დანიის დედაქალაქ კოპენჰანგენში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კოპენჰაგენის პოლიცია დაღუპულების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სავაჭრო ცენტრში არიან დაშავებულებიც. დანიის დედაქალაქის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია დანიის მოქალაქე 22 წლის მამაკაცი. სავაჭრო ცენტრში სროლის დაწყების მოტივი უცნობია, მაგრამ კოპენჰაგენის პოლიციაში აცხადებენ, …
ნახვა »უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, უმცა იქ ქვეყნის …
ნახვა »