პოლიტიკა

მსოფლიო

რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 338 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს – შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ

პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ. მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, …

ნახვა »

ბრიტანეთი რუსეთს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

უკრაინაში ხელახლა შეჭრისა და არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო, ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. ახალი აკრძალვები მოიცავს ექსპორტის აკრძალვას მთელი რიგი საქონლისა და ტექნოლოგიების, თვითმფრინავის საწვავის ექსპორტზე და რუსეთში ბრიტანული ფუნტის, ან ევროს ექსპორტზე, ან გამოყენებაზე. აკრძალული პროდუქტების სიაში შედის საქონელი, პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც …

ნახვა »

ხერსონში კოლაბორანტის ავტომობილი ააფეთქეს

ხერსონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კოლაბორაციონისტის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივების თქმით, საუბარია დმიტრი სავლუჩენკოსზე. ის ადგილზე გარდაიცვალა. სავლუჩენკო ქალაქში მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა ანტიუკრაინულ საქმიანობას.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავლუჩენკო „ნოვაია რუსის” წევრი და აკრძალული პოლიტიკური ძალის „შარიათის პარტიის“ წარმომადგენელი იყო მომხდარის ორი ვერსია არსებობს: უკრაინის სპეცსამსახურების მუშაობა და ოკუპანტების კრიმინალური დაპირისპირება. …

ნახვა »

ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ნახვა »

რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის საბჭომ?

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, მზადაა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.  

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.

ნახვა »

რუსეთის შეიარაღებული ძალების “ელიტა” განადგურებულია

უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა (СБУ) გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერები, რომლიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების “ელიტა” – დასავლეთის ოლქი. ეს დანაყოფი გაწვრთნილი იყო სპეციალურად ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად. “დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ …

ნახვა »

მიწისძვრა ავღანეთში – 900-ზე მეტი დაღუპული

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანია დაღუპული. „ბიბისის“ ცნობით, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება. ამასთან, „თალიბანის“ ლიდერი 500 დაშავებულის შესახებ საუბრობს. მიწისძვრამ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაკტიკას პროვინცია დააზარალა. „თალიბანის“ უმაღლესი ლიდერი ჰიბათულა აჰუნძადა აცხადებს, რომ დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი, …

ნახვა »

აფეთქებები ნიკოლაევის ცენტრში – ვიდეო

ნიკოლაევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმიც. მსხვერპლზე და დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია