რუსული ვერტმფრენი “მი-8” ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს. …
ნახვა »დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში განაცხადა. „პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია ამას რომ მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება. დასავლეთს რუსებისთვის ვიზების გაცემის …
ნახვა »ჩინეთში 35 ადამიანი ახალი ვირუსით დაინფიცირდა
ჩინელი მეცნიერები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 35 ადამიანის ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს სწავლობენ, – ამის შესახებ BBC წერს. ვირუსით, რომელსაც მედია Langya-ს ((LayV) სახელით მოიხსენიებს, ადამიანები შანდუნისა და ჰენანის პროვინციებში დაინფიცირდნენ. ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი ცხოველებისგან გადაედოთ. ამ დრომდე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. „ბევრ ინფიცირებულს ჰქონდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, …
ნახვა »უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდი ააფეთქეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი სარაკეტო თავდასხმისას ააფეთქეს, რის შედეგადაც ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლობა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „ჰაიმარსის“ სისტემის საშუალებით, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდიც ააფეთქეს, რომელსაც რუსული ძალები რაიონის მომარაგებისთვის იყენებდა.
ნახვა »რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა. მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს. „რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც …
ნახვა »კუბილიუსი: 2008 წელს საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის არმიცემა იყო შეცდომა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს. ამის შესახებ კუბილიუსმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულა-ში ისაუბრა. კუბილიუსის თქმით, ის ფაქტი, რომ “რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ მოჰყვა რეაგირება, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა”. “ჩვენ …
ნახვა »ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. „ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს. ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი. ამერიკის შეერთებული …
ნახვა »ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც
ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი ოქსიონოვი ავრცელებს. ამასთან, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების განმარტებით, დაშავებულია 5 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი დროით 15:20 საათზე სულ მცირე 12 აფეთქების ხმა გაისმა „საკის“ აეროდრომზე. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აქამდე აცხადებდა, …
ნახვა »ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი მოკლეს
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ოპერაცია ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ნაბლუსში ჩაატარეს, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია პალესტინური რადიკალური დაჯგუფების „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი, იბრაჰიმ ალ ნაბულსი და მისი თანმხლები ორი პირი. გარდა ამისა, როგორც პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ იუწყება, ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული რეიდის …
ნახვა »ესტონეთის პრემიერი – დროა, რუსეთიდან ტურიზმი ახლავე შეწყდეს – ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება!
დროა, რუსეთიდან ტურიზმი ახლავე შეწყდეს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი „ტვიტერზე“ წერს. „შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლა დახურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი …
ნახვა »