პოლიტიკა

მსოფლიო

სერგეი შოიგუ – რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, რომლის ფარგლებში სულ მობილიზებულ იქნა 300 000 ადამიანი, მათგან 82 000 უკვე ფრონტზე იმყოფება, ხოლო 218 000 საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნამდე ემზადება.  როგორც შოიგუმ აღნიშნა,  ფრონტზე გაიგზავნა ასევე დამატებით 13 000 მოხალისე, რომლებიც თავისი სურვილით ჩაერიცხნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეზერვში.

ნახვა »

ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს

 ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს.  ცნობილია, რომ  ინფორმირებულმა წყარომ ჯონსონის იდეას უკრაინის “მარშალის გეგმა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კერძო დონორებისგან ფულის შეგროვების სურვილი აქვს.  როგორც The Telegraph-ს წყაროებმა განუცხადეს,  ჯონსონი თავისი იდეის გამოცხადებას ამ ზამთარში “აშშ-ში ხმაურიანი …

ნახვა »

რუსული მედია – სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

 როგროც რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.  ცნობილია,  რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესს, სამხრეთ …

ნახვა »

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები თავდაცვით პოზიციებზე გადადიან

 რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში თავდაცვით პოზიციებზე გადადიან, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.  როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა სავარაუდოდ გააცნობიერეს, რომ უკრაინაში მძიმედ დაკომპლექტებულ და ცუდად მომზადებულ ძალებს ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ.

ნახვა »

ილონ მასკმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა

 როგორც ცნობილია, ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიაზე კონტროლის დაწესების შემდეგ რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავა და ფინანსური ხელმძღვანელი ნედ სეგალი, გაათავისუფლა.  მასკს, Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება პარასკევამდე უნდა დაესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიასთან სასამართლო ბრძოლა მოუწევდა.  კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა, …

ნახვა »

ალექსეი არესტოვიჩი – დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს

 როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, უკრაინამ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობის ფორმულირება უკვე მოახდინა და დასავლეთიც ინფორმირებულია. „კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო დასავლეთის საქმე დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა: თუ საჭირო იქნება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულები, ჩვენ …

ნახვა »

პუტინი: დასავლეთმა მიგვიყვანა იქამდე, რაც ახლა ხდება უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სიტუაციის გამწვავებასა და ომში დასავლეთი დაადანაშაულა. პუტინის მტკიცებით, რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მიზანი მხოლოდ დონბასის დახმარება იყო. “ჩვენ კი არა, ზუსტად დასავლეთმა მიგვიყვანა იქამდე, რაც ახლა ხდება უკრაინაში. ჩვენ მოვაწყვეთ იქ სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც ტრაგიკულ მოვლენებამდე მიგვიყვანა, მათ შორის სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე? ეს ჩვენ არ …

ნახვა »

აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-მა სანქციები დაუწესდა ოლიგარქებს — ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს, ასევე 19 სხვა ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.  მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს …

ნახვა »

ევროკავშირის გაზსაცავები თითქმის სავსეა, შესაბამისად ენეგოსისტემას უკვე გაზის ჭარბი რაოდენობა აქვს

 ევროპას უკვე იმდენი ბუნებრივი აირი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს, სპოტის ფასები ცოტა ხნით მინუსშიც კი წავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  როგორც ვიცით, ოფიციალური პირები ამ ზამთარს ენერგეტიკული კრიზისის შესახებ გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, რადგან რუსეთმა როგორც  რეგიონში გაზის უმსხვილესმა მომწოდებელმა, ევროპის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ …

ნახვა »

მალე საუდის არაბეთში უმანქანო ქალაქს ვიხილავთ

 საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა საზოგადოებას ქვეყნის მომავალი, 170 კილომეტრის სიგრძის სწორხაზოვანი ქალაქის აშენების გეგმა წარუდგინა. ქალაქის სახელწოდება The Line იქნება.  როგორც ცნობილია, ნულოვანი ენერგიის კონცეფცია აქ ყოველდღიურობაში იქნება გადასული –  შესაბამისად, ქალაქში მანქანები არ იმოძრავებენ, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ The Line-ში არც ქუჩები იარსებებს და ყველა მაცხოვრებელს ექნება …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია