პოლიტიკა

მსოფლიო

რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს

ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობის შვიდი საწვავის ავზი აალდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელისუფლების“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ ყირიმის, ანუ ქერჩის …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია-ქვეყნის შეიარღებული ძალების მიერ ხერსონის ოლქში 2400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა

 როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,კირილო ტიმოშენკო აცხადებს,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს, ტერიტორიის გაათავისუფლებას ორი კვირა დასჭირდა.  ცნობისთვის,საუბარია ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე ექვს და ბერისლავის რეგიონში არსებულ 61 დასახლებაზე.

ნახვა »

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ისაუბრა

  როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა,უკრაინის დასახმარებლად, უახლოეს დღეებში ორი მილიარდი ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება გამოიყოფა.მოცემულ საკითხზე შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში იქნა მიღწეული.   „ომის დაწყებიდან ჩვენ უკრაინას 19 მილიარდი ევროს დახმარება გავუწიეთ, თუკი არ ჩავთვლით სამხედრო მხარდაჭერას. ამაში შედის კიდევ ორ …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

 როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფისის პრესრელიზშია აღნიშნული, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, მათ ყურადღება ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების საკითხსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.  როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა მზადაა, უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში საკუთარი როლი შეასრულოს.

ნახვა »

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, დასავლური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების პირველი შედეგები სახეზეა

  დასავლური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომი  თავიდან აგვარიდოს.  როგორც ვიცით,სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, უმაღლესი დონის მოლაპარაკებების  დასავლური ეპოქა,  გარეოს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დაიწყო, რომელიც 3 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა, ხოლო გუშინ,6 ოქტომბერს, პრაღაში გამართული მრავალმხრივი მოლაპარაკებებით მიღებულ იქნა, პირველი ხელშესახები გადაწყვეტილებები.მოლაპარაკებებში …

ნახვა »

უკრაინული მედია-ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით,უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი

  უკრაინული მედიის ინფორმაციის მიხედვით,ევროპარლამენტის პრეზიდენტი,რობერტა მეცოლა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს,უკრაინას ტანკები მიაწოდონ.  “უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი და მას სჭირდება ტანკები. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მიაწოდონ ისინი, რადგან რუსეთი თავისი შეჭრის ესკალაციას ახორცილებს და უფრო თავზე ხელაღებული ხდება. ჩვენ პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში”, – ამის შესახებ  რობერტა …

ნახვა »

უკრაინული მედია-ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

 ზაპოროჟიეს წინააღმდეგ 6 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ სახლებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.ასევე ცნობილია,რომ მაშველებმა ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.  ცნობისთვის,სამაშველო სამუშაოების პროცესში დღეს დილიდან  45 მაშველი აქტიურადაა ჩართული.

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი-თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება,ნატო-მ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა უნდა განახორციელოს

   როგორც უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ,ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს განაცხადა, ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას ეცდება.  „რა უნდა გააკეთოს ნატო-მ?! მან უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ეს 24 თებერვლამდე …

ნახვა »

უკრაინის ხელისუფლება-ლუგანსკის,ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია

  უკრაინის ხელისუფლების ცნობით,ქვეყნის არმიამ ლუგანსკის,ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება მოახერხა.  როგორც ცნობილია,ლუგანსკის ოლქში გათავისუფლებულია სოფელი გრეკოვკა,რომელიც ხარკოვისა და დონეცკის რეგიონულ-ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.ასევე გათავისუფლებულია ხერსონის რეგიონის სოფელი ტრიფონოვკა და ხარკოვის რეგიონის სოფელი გლუშკოვა.  ცნობისთვის, პირველი ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის არმიამ კონკრეტულად ხერსონის მიმართულებით, 29 დასახლება გაათავისუფლა.

ნახვა »

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა

დღეს დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა-,ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ოლექსი გრომოვი  ავრცელებს. „დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის Ту-22М3 ტიპის ოთხმა თვითმფრინავმა ბელარუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა გრომოვმა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია