პოლიტიკა

მსოფლიო

კინზინგერი: რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები იწურება, საქართველო ფლირტს უნდა შეეშვას

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ადამ კინზინგერი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მრჩევლის ლევ ძენგოვის თბილისში გამოჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ “საქართველო რუსეთთან ფლირტს უნდა შეეშვას” და გაიაზროს, რომ რუსეთი რეგიონში ძალაუფლებას კარგავს. “რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები იწურება. მე მტკიცედ ვურჩევ საქართველოს, რომ ეს სერიოზულად აღიქვას და შეეშვას რუსეთთან ფლირტს” – …

ნახვა »

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ყირიმისა და ხერსონისა, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული. გვიან ღამით ოკუპანტებმა კიდევ ერთი იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეზე. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ანატოლი კურტევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ორი ქალაქის ინფრასტრუქტურა გახდა.

ნახვა »

სამი მექსიკელი აშშ-ში უკანონოდ შესვლას ბუჩქების კოსტიუმებით ცდილობდა

აშშ-ის ქალაქ ელ-პასოს მახლობლად მესაზღვრეების პატრულმა დააკავა სამი მექსიკელი, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შესვლას ბუჩქების კოსტიუმებით ცდილობდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. „პირები, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ შედიან, ხშირად მიმართავენ ექსტრაორდინარულ ტაქტიკას. მადლობას ვუხდით აგენტებს ამ სამი მიგრანტის დაკავებისთვის“, – წერს Twitter-ზე ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის უფროსი გლორია ჩავესი.

ნახვა »

იტალიის სანაპიროსთან 40 მეტრის სიგრძის იახტა ჩაიძირა – ვიდეო

ხმელთაშუა ზღვაში 40 მეტრიანი იახტა ჩაიძირა. შემთხვევა იტალიაში კატასაროს სანაპიროდან ცხრა საზღვაო მილის (17 კილომეტრის) მოშორებით მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, იახტა „ჩემი საგა“, კაიმანის კუნძულების დროშით და იტალიელი ეკიპაჟით, შაბათს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაიძირა, როცა გალიპოლიდან მილაცოში მიცურავდა. იტალიის სანაპირო დაცვამ ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანი – ოთხი მგზავრი და ეკიპაჟის …

ნახვა »

ზელენსკი: უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში

”ორი ფერის კომბინაციას, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვუფრთხილდებით, არასდროს გავცვლით სხვაზე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი ფერის დროშა… უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა კვლავ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს – უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში. მელიტოპოლში, პერემოჰის მოედნის თავზე, …

ნახვა »

ენერგოატომი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სამხედრო ტექნიკა შეიტანა

უკრაინის ენერგეტიკული კომპანია ენერგოატომი აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა შეიტანა, სადგურზე რუსი სამხედროების რიცხვი გაიზარდა. ენერგოატომის ინფორმაციით, 22 აგვისტოს სადგურის ტერიტორიაზე ორი ჯავშანმანქანა და ექვსი სატვირთო შევიდა. “სადგურის ტერიტორიაზე ახლა დისლოცირებულია სამხედრო ტექნიკის 40 ერთეული. პირველ ენერგობლოკთან განთავსებულია დაახლოებით 16 სამხედრო მანქანა, მეორესთან – 7. კიდევ …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო …

ნახვა »

„ბიბისი“ – აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას

აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს. მედიის ცნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ქვეყანაში დაახლოებით 5 000 პირის შესვლა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში და ამაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება. …

ნახვა »

რუსებმა დონეცკში 10 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დასახლება დაბომბეს, დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ სექტორზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება. „დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10 დასახლება დაბომბა. ოკუპანტებმა დაანგრიეს სახლი, ორი სკოლა, გაზსადენი. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ავდიივკაზე, …

ნახვა »

ქალები, რომლებმაც გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ქალები, რომლებმაც მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, მოულოდნელად გაშიშვლდნენ. ქალებს სხეულზე ეწერათ საპროტესტო სლოგანი, რომლითაც რუსულ გაზზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ. რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რის გამოც გერმანიის მთავრობას აკრიტიკებენ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია