პოლიტიკა

მსოფლიო

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა. სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები. “როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ …

ნახვა »

აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

აშშ-ის ძალებმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს, რომელიც სხვა თავდასხმებთან ერთად, 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. აშშ-ის სპეცსამსახურები მას 2001 წლიდან ეძებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. ამერიკელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ …

ნახვა »

ადამ კინზინგერი – ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა

ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს. „რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ ვთქვათ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ბრძოლა დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი. ჩვენ საქართველოს ომში …

ნახვა »

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია. ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი. კერძოდ, ბარიკადები მოხსნილია ჩრდილოეთ კოსოვოში ქალაქ ზუპჩეში. ბარიკადების აღება ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობით მოხდა. ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გზების ნაწილი კვლავ …

ნახვა »

კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს

კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლი სრულად უჭერს მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადაადგილების ახალი წესების შემოღებას აპროტესტებენ. პესკოვის თქმით, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება კოსოვოში მოხერხდა, მაგრამ „ეს სიტუაცია მხოლოდ …

ნახვა »

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა …

ნახვა »

პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან მილიონი ფუნტ სტერლინგი მიიღო

უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდმა 2013 წელს, ბინ ლადენის მკვლელობიდან ორ წელიწადში „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ნახევარძმებისგან შემოწირულობა მიიღო. მოხსენების თანახმად, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდმა ფული მიიღო ბაკრ ბინ ლადენისგან, …

ნახვა »

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზში. განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, …

ნახვა »

ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს

ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. „რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს“ – წერს კინზინგერი Twitter-ზე.

ნახვა »

აშშ-ში ქართველი პიანისტი პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა – ძაღლი მის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა

ლონგ აილენდში მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული დასახიჩრებული უკანა ეზოში აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მას თავს დაესხა ძაღლი, რომელიც მის გერს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ქართველი პიანისტი მარინა გაბუნიაა. ინფორმაციას NBC  ავრცელებს. სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ, გარდაცვლილი ქალის დასახიჩრებული სხეული ეზოში ნახა, ძაღლი კი კვლავ აგრძელებდა მისი სხეულის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია