პოლიტიკა

მსოფლიო

ისრაელმა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა სირიის პორტ ტარტუში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეს სირიის ტერიტორიაზე არსებული ირანული სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა. ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ირანის რადარის მომსახურე სადგურსა და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე განხორციელდა. სირიის შეირაღებული ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო „თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ დაბომბვისას შესაძლოა, დაღუპულიყო კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება. როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, აღნიშნული შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი …

ნახვა »

შემდეგი შენ ხარ – რუშდიზე თავდასხმის შემდეგ მოკვლით ჯოან როულინგს დაემუქრნენ

ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, სიკვდილის ღია მუქარა მიიღო. ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი ცოტა ხნის წინ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამ ამბით შეძრული იყო. იმავე პოსტის კომენტარებში როულინგს პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებელმა უპასუხა და დაემუქრა: “ნუ იდარდებ, შემდეგი შენ ხარ”. აღსანიშნავია, რომ ამავე მომხმარებელმა მანამდე …

ნახვა »

ღორის კანისგან დამზადებული თვალის რქოვანით, მეცნიერებმა 20 უსინათლო პაციენტს მხედველობა დაუბრუნეს

ახალ საპილოტე ცდებში, ღორის კანისგან დამზადებული იმპლანტებით მხედველობა აღუდგინეს დაავადებული რქოვანას მქონე 20 ადამიანს. ბიოინჟინერიით გამოყვანილი ამ ქსოვილის ჩადგმამდე, მრავალი მათგანი სრულიად ბრმა იყო. ორი წლის შემდეგ, 14 ბრმა პაციენტს მხედველობა აღუდგა, სამ მათგანს კი სრულყოფილი, 20/20 მხედველობა აქვს. „ამით შეიძლება დავძლიოთ რქოვანას ქსოვილების დონაციის დეფიციტის პრობლემა და წვდომა მოგვეცეს …

ნახვა »

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინისთვის ​გაგზავნილ წერილში, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სულ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში უსაფრთხოების განმტკიცებას დაეხმარება. საპასუხო წერილში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის …

ნახვა »

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი წლის გოგონა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალურად ამ ეტაპზე დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა. ის 45 წლამდე მამაკაცია. აფეთქება სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ დღეს, შუადღისას მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი. შედეგად გაჩნდა ხანძარი, …

ნახვა »

ერევანში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა

ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და …

ნახვა »

მედვედევი – ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის მომავლის შესახებ, მედვედევმა უპასუხა: „ტრიბუნალი, ან მეორეხარისხოვანი როლები იუმორისტულ შოუებში“. მან ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს ლუგანსკს ეწვია, რათა განეხილა, თუ რა …

ნახვა »

სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა წერს, მწერალი ინსტიტუტში ლექციისთვის ემზადებოდა და პუბლიკის წინაშე წარადგენდნენ, როდესაც უცნობი პირი სცენაზე ავარდა და რუშდის დაესხა თავს. რუშდი დაეცა, თავდამსხმელი კი ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა უცნობია.  შტატის პოლიციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რუშდის კისრის არეში დანით მიაყენეს …

ნახვა »

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანატოლი კურტევსა და ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. „დაახლოებით 19:15 საათზე, მტერმა ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა. სულ გამოშვებულია ხუთი რაკეტა. შევჩენკოვსკის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია