პოლიტიკა

მსოფლიო

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს. ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 …

ნახვა »

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დაბომბეს

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. არსებული ცნობებით, რუსულმა ძალებმა „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს. როგორც ცნობილია, ორი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო ორი რაკეტა კი, პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.

ნახვა »

ლიეტუვის პირველი ლედი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი კიევს სტუმრობს. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა კიევში ჩასვლის შესახებ: „ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით, რადგან აქ გრძელდება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ყველას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“. 23 ივლისს კიევი მასპინძლობს პირველი ქალბატონებისა და ბატონების მეორე სამიტს, რომლის ინიციატორი იყო უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 2021 წელს. წელს …

ნახვა »

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი პუტინთან ფოტოს გამო გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ, იბრაჰიმ რაისისთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა. „ის, რომ ამ ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტია – ეს, რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა. ნატოს წევრი თურქეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. აი, რატომ მაკვირვებს ეს ფოტო, მით უმეტეს ნატოს …

ნახვა »

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განაცხადა. ესენი არიან ნატოს ქვეყნებიდან გაძევებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც რეალურად მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში მრავალი წლის განმავლობაში, ასევე უკანონო ჯაშუშები. სულ 400-მდე ადამიანია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან გაანახევრა რუსეთის ჯაშუშობის შესაძლებლობები. ის ასევე იმედოვნებს …

ნახვა »

ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის საფრთხე უკიდურესად მაღალია

ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის საფრთხე უკიდურესად მაღალია – ამის შესახებ  იაპონიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ტოკიო თვლის, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში შეიძლება ცუდი მაგალითი იყოს ჩინეთისთვის და იყოს სიგნალი იმისა, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით შეცვლის მცდელობა მისაღებია.

ნახვა »

სტამბოლში ხელი მოაწერეს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმებას

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, პორტები – ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნი უკრაინული მხარის მიერ გაკონტროლდება. ხსენებულ პორტებში სხვა გემების ყოფნა არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. სტამბოლში გაეროს ეგიდით ასევე შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მხარეების წარმომადგენლების მიერ იქნება …

ნახვა »

ნატო-ს 24 ხომალდი შავ ზღვაში შევიდა

ნატოს 24 ხომალდი შავ ზღვაში შევიდა. ბულგარეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში დაიწყო ყოველწლიური სამხედრო წვრთნები “ბრიზი”.  წვრთნაში მონაწილეობს 24 საბრძოლო და დამხმარე ხომალდი და კატარღა, 5 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და 1390 საზღვაო პერსონალი ნატოს 11 ქვეყნიდან.

ნახვა »

„უფრო სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა“ — პუტინს რუსეთში ივან-ჩაის პროდუქციის გაძლიერება სურს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ მცენარეული სასმელი ბევრად ჯანსაღი და სასარგებლოა, ვიდრე კოკა-კოლა, რომელიც მისივე აზრით, „მხოლოდ ქიმიაა“. სწორედ ამიტომ, პუტინი სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიმიტრი პატრუშევს რუსული წარმოების სასმeლის, „ივან ჩაის“ წარმოების განვითარებას ავალებს. ცნობისთვის, კოკა-კოლამ რუსული ბაზარი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ დატოვა. 

ნახვა »

LEGO-მ აზოვსტალის გმირების ფიგურები შექმნა

LEGO-მ აზოვსტალის გმირების ფიგურები შექმნა. კერძოდ: დენის პროკოპენკო (“რედისი”, “აზოვის” პოლკის მეთაური), ბოგდან კროტევიჩი (“კურო”, პოლკის შტაბის უფროსი) და სვიატოსლავ პალამარი (“კალინა”, პოლკის მეთაურის მოადგილე). აზოვსტალის სხვა დამცველები ასევე რეპროდუცირდნენ LEGO ფიგურების სახით.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია