პოლიტიკა

მსოფლიო

აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტი გათამაშდა – გამარჯვებული ჯერ არ გამოჩენილა

აშშ-ში, ილინოისის შტატში შეძენილმა Mega Millions-ის ბილეთმა $1.34 მილიარდი მოიგო. შანსი 300 მილიონიდან ერთი იყო, – ამის შესახებ BBC წერს. გამარჯვებული კომბინაცია იყო – 13, 36, 45, 57 და 67 (ბონუსი 14). გამარჯვებული ჯერ არ გამოჩენილა. ამ დრომდე, Mega Millions-ში გათამაშებული ყველაზე მაღალი თანხა $1,537 მილიარდი იყო (2018 წელი).

ნახვა »

აშშ-ში გოგომ სახლის დატბორვისას ოთხფეხა მეგობარი არ მიატოვა და 5 საათი დახმარებას მასთან ერთად, სახურავზე ელოდა

აშშ-ში, კენტუკის შტატში წყალდიდობაა. მსოფლიო მედიის ყურადღება 17 წლის გოგოს – ქლოი ადამსის ფოტომ მიიპყრო, რომელზეც ის საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად ჩანს, – წერს CNN-ი. როგორც გოგო ჰყვება, სახლში ძაღლთან ერთად იყო, როდესაც გაიღვიძა და უჩვეულო სურათი ნახა – სააბაზანოს სანიაღვრედან და სამზარეულოს ფილებიდან წყლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა. 911 ზარებით იყო გადატვირთული. ამიტომ, გოგომ გადაწყვიტა, …

ნახვა »

რუსებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს

31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და …

ნახვა »

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა

საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონსკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, მასზე პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი …

ნახვა »

ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. „დონბასში ასობით ათასი ადამიანი, ათობით ათასი ბავშვი, უარს ამბობს გამგზავრებაზე. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია. ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოგიწევთ, დამიჯერეთ; და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის ოლქს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლას …

ნახვა »

უკრაინა: რუსული ძალები სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქების, სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ. კირილენკოს თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბახმუტში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად 7 მაღალსართულიანი შენობა და 27 სახლი დაზიანდა. როგორც კირილენკო ამბობს, რუსეთის …

ნახვა »

დონეცკში რუსული სარაკეტო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონის ქალაქ ტორეცკში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის გამო, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. „დღეს ტორეცკის გარნიზონის მაშველებმა, ქალაქ ტორეცკში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განადგურებულ ნაწილზე გადაუდებელი სამაშველო ოპერაციების დროს, აღმოაჩინეს და ამოიყვანეს 2 გარდაცვლილი პირის ცხედარი“, – აღნიშნულია უწყების …

ნახვა »

რუსებმა ხარკოვში 2 ბომბი ჩამოაგდეს

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები გამთენიისას, 04:09 საათზე ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს დაესხნენ თავს. მერის თქმით, რუსებმა ქალაში 2 ბომბი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი 2-სართულიან სახლს მოხვდა. როგორც ცნობილია, ამ მომენტისთვის ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. იგორ ტერეხოვის თქმით, მეორე ბომბი ხარკოვის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს მოხვდა. …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად

ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, …

ნახვა »

ჩინეთის პრეზიდენტი – ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან, იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას ხედავს

ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან იღუპებიან, იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ამას კარგად ხედავს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უთხრა. ორი ქვეყნის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი ორი საათი გაგრძელდა. მედიის ინფორმაციით, საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება ტაივანის საკითხს დაეთმო. ჩინური მედიის ინფორმაციით, სი ძინპპინმა ბაიდენთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია