პოლიტიკა

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამაზე ევროკავშირის საგარეო მინისტრები ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ თანხის ჩათვლით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება უკრაინისადმი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. “დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული იქნა პოლიტიკური შეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშზე”, – განაცხადა შვედეთის საგარეო …

ნახვა »

კონსერვატორების კენჭისყრის მესამე რაუნდი ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი. ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას …

ნახვა »

ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯამში 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ოკუპირებულია 2 621

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ქმედებების შედეგად, მტერმა არსებითი ლოგისტიკური დანაკარგი განიცადა და რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. ამავე დროს, უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ …

ნახვა »

აშშ-ში 18 პაციენტი, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სრულად განიკურნენ – უახლესმა მკურნალობის მეთოდმა გაამართლა

აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა და ახლა, შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს. მართალია კვლევა მცირემაშტაბიანი იყო და ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, …

ნახვა »

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ. მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა. ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს. „ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის …

ნახვა »

”გუდვილი” ყაზახეთის ბაზარზე შედის

„გუდვილი“ ყაზახეთის ბაზარზე შედის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გუდვილის“ ქსელის მართვის დირექტორმა ირინე ქოსაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე, ყაზახეთში “გუდვილის“ ფრანჩაიზით „გუდვილი გურმე“ გაიხსნება. ყაზახურ პარტნიორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ დროისათვის ობიექტის რემონტი მიმდინარეობს, რათა სავარაუდოდ ოქტომბერში „გუდვილი“ ალმატაში გაიხსნას. ”გუდვილი გურმეს ორი ობიექტი წარმატებულად მუშაობს თბილისში და მალე დაემატება მესამე …

ნახვა »

ინჟინრებმა გულის მინიატურული პარკუჭი გამოზარდეს, რომელიც ფეთქავს

მკვლევრებმა ტორონტოსა და მონტრეალის უნივერსიტეტებიდან გამოიყვანეს 1 მილიმეტრის სიგრძის ძარღვი, რომელიც არა მარტო ფეთქავს, ადამიანის ემბრიონის პარკუჭის მსგავსად სითხის გადასროლაც შეუძლია. “ჩვენი მოდელით ჩვენ შეგვიძლია გადატუმბული სითხის მოცულობისა და წნევის გაზომვა”, — ამბობს სარგოლ ოხოვატიანი, მედიცინის ბიოინჟინერი. “ეს ორი რამ წინა ცდების დროს შეუძლებელი ჩანდა”. დღემდე მკვლევრები იყენებენ ცხოველების ცოცხალ გულს იმის …

ნახვა »

მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა

მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც კრემლთან უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს. მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 15 ივლისს რუსმა ჟურნალისტმა ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა კრემლის მახლობლად. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. …

ნახვა »

„მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა განაში

განაში „მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინფექციური დაავადების გამომწვევი „მარბურგის“ ვირუსი „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც საეჭვო კონტაქტის შემთხვევები. როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი …

ნახვა »

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით , რუსეთი ბრძოლაში იყენებს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, იმისათვის, რომ გააძლიეროს ფრონტის ხაზი. “ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. “– წერია ბრიტანეთის დაზვერვის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია