საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს. პრაისის თქმით, დიპლომატი საქართველოში ვიზიტის დროს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.
ნახვა »ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა
„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტები აშშ-ის კანონმდებლობისგან განსხვავდება. „შეშფოთებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტის გამო. კერძოდ იმის გამო, რომ ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმებისა და …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – ერთი წელი შესრულდა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადიდან, მწამს, რომ ისტორიული პროცესი მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით
ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების …
ნახვა »როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო …
ნახვა »ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო. მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური …
ნახვა »ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა
ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა და ბანგლადეშელებმა. აღსანიშნავია, რომ …
ნახვა »ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს
ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს. აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარიდან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა. ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარის გუბერნატორის მოადგილემ, მურათ სოილუმ, ანკარის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, სერჯან ჩიღგინიმ, ანკარის ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ, უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გოქან თურანმა გააცილეს. ინფორმაციას …
ნახვა »ევროკომისიამ თანამშრომლებს „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა
ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორ „პოლიტიკოს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისიის ყველა თანამშრომელს დღეს დილით მათი სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან 15 მარტამდე „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალეს. ამასთან, მათ უნდა წაშალონ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობით სამსახურთან …
ნახვა »ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა …
ნახვა »