პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, გახდეს ევროკავშირის წევრი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას“, …

ნახვა »

რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის საბჭომ?

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, მზადაა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.  

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.

ნახვა »

პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა

პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა. მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ …

ნახვა »

ლატვია და ლიეტუვა საქართველოს გვერდით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა.  მიმართვას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდეტები: ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს …

ნახვა »

შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება …

ნახვა »

23 ივნისს, 22:00 საათიდან 25 ივნისის 10:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 23 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. „დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ასევე, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე …

ნახვა »

გიორგი მარგველაშვილის წერილი ევროპელ ლიდერებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა. წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად. “პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო …

ნახვა »

აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადებაში, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, დახმარება აღუთქვა აუცილებელი რეფორმების განხორციელების პროცესში.  

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია