საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში …
ნახვა »ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – დაღუპულია 90-ზე მეტი ადამიანი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. სულეიმან სოილუს ცნობით, მათ შორისა გაზიანთეფი, ჰატაი, ადანა, დიარბაქირი და კილისი. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში დაიღუპა 23 ადამიანი, 42 დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 90-ს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს. თურქი სეისმოლოგები …
ნახვა »ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს რამდენიმე …
ნახვა »საქართველომ უკრაინას შესაბამისი ნებართვების გარეშე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უფლება მისცა
საქართველომ უკრაინულ მხარეს, შესაბამისი ნებართვების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ორმხრივი და ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უფლება მისცა. როგორც „კომერსანტს“ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, სააგენტომ გაითვალისწინა უკრაინული მხარის თხოვნა და მათ სატრანსპორტო საშუალებებს და ეკიპაჟებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვების გარეშე, ორმხრივი და ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საშუალება მისცა.
ნახვა »ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები
ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში. სტრასბურგში 2022 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდზე მომზადებული მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის ანგარიში გავიდა. ანგარიშში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტ ზელენსკის, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე. უკრაინის …
ნახვა »Human Rights Watch – საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა
მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში 2022 წელს განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე ანგარიშშია აღნიშნული. Human Rights Watch-ის ანარიშში ასახულია ფაქტები, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლება შეიზღუდა. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2022 წელს „გახშირდა ჟურნალისტებზე …
ნახვა »„იუნისეფი“ – საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს
საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას „იუნისეფი“ საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. „ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური …
ნახვა »სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ნახვა »ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს
ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს. „ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად …
ნახვა »