პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ირაკლი ღარიბაშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი …

ნახვა »

ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022, ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ …

ნახვა »

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფრენები განახლდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 – გაფრინდა. დღეს, 12:30 ზე რეისი ათენიდან შესრულდება, 13:30 ზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება …

ნახვა »

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი, რომელშიც მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი იღებდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „99 წლის წინ თურქეთმა გამოაცხადა რესპუბლიკის დაარსების შესახებ და დაიწყო თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს შენება. ვულოცავ მუსტაფა შენთოფს ამ ისტორიულ დღეს და გულწრფელად გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. „ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა. რუსული აგრესიის გამო …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი …

ნახვა »

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაამტკიცეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ამის მიზეზი გახდა მისი მისამართით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები, რის გამოც, როგორც …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ ზაგრებს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები. „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში …

ნახვა »

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა. ტრასმა განცხადება ცოტა ხნის გააკეთა. მისი თქმით, ტოვებს კონსერვატიულ პარტიას და ამის შესახებ პრინც ჩარლზს აცნობა. „მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასი თანამდებობაზე 44 დღის წინ აირჩიეს.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია