სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. “ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების …
ნახვა »საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. „შეხვედრებზე საუბარი რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის …
ნახვა »რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ებატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილითპატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა …
ნახვა »პრეზიდენტმა Web Summit-ის გამარჯვებული, Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. „კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას. ,,დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს …
ნახვა »გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა
გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობამ რვა მილიარდს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობა ბოლო ათწლეულში ერთი მილიარდით გაიზარდა. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის რაოდენობასთან შედარებით, სამჯერ მეტია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ადამიანები უფრო მეტხანს ცხოვრობენ, მოსახლეობის ზრდა არის ყველაზე ნელი ტემპით ბოლო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. …
ნახვა »ევროპარლამენტარები – გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში
რამდენიმე ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის „გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ . ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ …
ნახვა »რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციაში შესწორება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლდეს, მისი გათავისუფლება დასახელებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობადაც
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. შესწორებაში, რომელიც ინიცირებულია ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუს-ვოლსკის მიერ, ვკითხულობთ: „მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“. ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილიჩიკის, მიხაელ გალერის, რადოსლავ სიკორსკის, რასა იუკნევიჩიანეს და ანდრიუს …
ნახვა »შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დღის მანძილზე, შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან. „შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის …
ნახვა »ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, იოსელიანი საქართველოს პარლამენტის ერთადერთი წევრია, რომელიც ამერიკის არჩევნების მიმდინარეობას დეპუტატის რანგში დააკვირდება. „აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჰიბრიდული არჩევნებია, ლოს ანჯელესში კი, სადაც იოსელიანი იქნება ლოკალიზებული, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით …
ნახვა »