პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა

 როგორც მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, მიკოლაივში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  მისივე ინფორმაციით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ნახვა »

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა. ჩხაიძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურანლობს, ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე – ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს. „ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის …

ნახვა »

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …

ნახვა »

ხელოვნების სასახლემ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, ქალბატონ მინაკში ლექსს უმასპინძლა

  როგორც ცნობილია,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი  კალანდიასთან ერთად მუზეუმის კოლექციები დაათვალიერებინა. სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სასახლეში დაცულმა ინდურმა ნივთებმა და ქართულ ხელოვნებაში ასახულმა ინდურმა კულტურამ.   სახელმწიფო მინისტრმა ასევე დაათვალიერა ვაჟა ხაჩიურის ნამუშევრების დროებითი ექსპოზიცია. …

ნახვა »

რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბუქარესტში, „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. პრეზიდენტს „ჰენრი კოანდას“ საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: რუმინეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ. რუმინეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტს როგორც …

ნახვა »

საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა. ზუსტად 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ.

ნახვა »

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა – საქართველო ესპანეთის, ქეცბაიასა და ჰალანდის წინააღმდეგ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის საგამოფენო ცენტრ „ფესტჰალეში” გაიმართა. საქართველოს ეროვნული გუნდი A ჯგუფში მოხვდა: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ერთი წლის განმავლობაში, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე (პლეი ოფების ჩათვლით) ჩატარდება და ის 20 ეროვნული ნაკრები გაირკვევა, რომელიც …

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი ჯენკინსს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია