პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგაშვილი გადადგა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ მერიაში გააკეთა. გიგაშვილის თქმით, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ დააკავეს და მიზანშეწონილად მიაჩნია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.  გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, …

ნახვა »

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პიროვნება დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, – ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.   დაკავებულთა შორის არიან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, „გრინსერვის პლუსის“ ორი თანამშრომელი, „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომელი, „მშენექსპერტის“ დირექტორი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ნახვა »

უკრაინული მედია – ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 88-მა ესტონელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ნახვა »

The Crown-ის მე-5 სეზონიდან Netflix ახალ ფოტოებს ავრცელებს

გახმაურებული ბრიტანული სერიალის, The Crown-ის, ფანების სასიხარულოდ ახალი, მე-5 სეზონის ფოტოების ნახვა უკვე შესაძლებელია. ფოტოები Netflix-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა და მაყურებელს საშუალება მისცა, წინასწარ ეხილა ახალი მსახიობები, რომლებიც დედოფალი ელიზაბეთის, პრინც ჩარლზის, პრინცესა დაიანას და სხვა მნიშვნელოვანი გმირების როლებს მოირგებენ. ცნობილია, რომ ახალი სეზონის პრემიერა 9 ნოემბერს შედგება. ელიზაბეთ დებიკი და …

ნახვა »

მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა

 როგორც მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, მიკოლაივში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  მისივე ინფორმაციით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ნახვა »

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა. ჩხაიძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურანლობს, ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე – ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს. „ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის …

ნახვა »

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …

ნახვა »

ხელოვნების სასახლემ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, ქალბატონ მინაკში ლექსს უმასპინძლა

  როგორც ცნობილია,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი  კალანდიასთან ერთად მუზეუმის კოლექციები დაათვალიერებინა. სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სასახლეში დაცულმა ინდურმა ნივთებმა და ქართულ ხელოვნებაში ასახულმა ინდურმა კულტურამ.   სახელმწიფო მინისტრმა ასევე დაათვალიერა ვაჟა ხაჩიურის ნამუშევრების დროებითი ექსპოზიცია. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია