პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

2022 წლის 5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს. ამასთან, …

ნახვა »

„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს – გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა

ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ. „ძვირფასო მეგობრებო, …

ნახვა »

თეთრი სახლი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს – ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა. „აშშ ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის 30 წევრსა და მასში გაწევრიანების …

ნახვა »

სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს. „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და რომ „რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობა შეიძლება არ აღიაროს, ხელი შეუშალოს მათ მიერ რუსეთის დატოვებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს“. „თუ გსურთ …

ნახვა »

“თბილისობა 2022”-ის პროგრამა ცნობილია – ღონისძიებები 1-2 ოქტომბერსაა დაგეგმილი

“თბილისობა 22”-ის პროგრამა ცნობილია. ღონისძიებები 1-2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ თბილისის მერია 2022 წლის თბილისობის ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3 მილიონ ლარს დახარჯავს.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილისობა 2022“ 1 და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.კერძოდ, დაგეგმილია:რიყის პარკი1-ელი და 2 ოქტომბერი11:00 – 22:00 საათი• ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, …

ნახვა »

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ე.წ. რეფერენდუმები, რათა შექმნას ყალბი საბაბი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად, რომელიც მიმდინარე რუსული აგრესიის სუბიექტია. „ეს ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და …

ნახვა »

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოცადა. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია