ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია …
ნახვა »ევროკავშირის წარმომადგენლობა – აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას
რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კომენტარს ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. „რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან …
ნახვა »ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა
ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთმა წვრთნები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ წამოიწყო. ტაივანის ცნობით, საუბარია 11 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომლებიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა. ტაიბეიში ჩინეთის მოქმედება ჩრდილოეთ კორეის ქცევას შეადარეს. იაპონიის ცნობით, ჩინეთის მიერ …
ნახვა »სტოლტენბერგი – პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ
პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი …
ნახვა »აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა. ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი. დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს …
ნახვა »სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა იცვლება
სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. „სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების …
ნახვა »მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა
მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა. „საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი …
ნახვა »რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ის ტიტულში ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება არ ახსენა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს სინოდის წევრის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, შესაბამის წერილში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სრულად არ გადმოსცა. კერძოდ, მან არ ახსენა ბიჭვინთა. 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. რუსეთის პატრიარაქის წერილში კი ნათქვამია: უწმიდესი და უნეტარესი ილია …
ნახვა »აშშ-ში $300 მილიონიანი თაღლითური პირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი საქართველოში ცხოვრობდა
აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ Forsage-ის თაღლითური კრიპტოპირამიდის სქემის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის ბრალი 11 ადამიანს წარუდგინა. სქემის შედეგად მათ $300 მილიონზე მეტი მიიღეს ადამიანებისგან მთელი მსოფლიოდან, აშშ-ის ჩათვლით. კომისიის პრესრელიზის მიხედვით, Forsage-ის დამფუძნებლები საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ, ასევე, 3 მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა. ასევე, არაერთი ადამიანი სქემაში ჩართული იყო აშშ-ის, სულ მცირე, 5 სხვადასხვა შტატიდან. აშშ-ის ფასიანი …
ნახვა »პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ
გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, სამაგალითო, თავგანწირული …
ნახვა »