პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

დონალდ ტრამპი: ჩვენ გვჯერა ორი სქესის – არიან კაცები და არიან ქალები

ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არიან კაცები და არიან ქალები, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე. „მათ სჯერათ მემარცხენე გენდერული იდეოლოგიისა და ტოქსიკური კრიტიკული რასის თეორიის. ჩვენ გვჯერა ორი სქესის. არიან კაცები და არიან ქალები. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი წარმოშობის ყველა ამერიკელი არის შექმნილი თავისუფალი და თანასწორი ყოვლისშემძლე …

ნახვა »

მაქსიმ გალკინი თბილისში ჩამოსვლამდე ხალხს ქართულად მიმართავს – ვიდეო

15 ოქტომბერს თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი ჩატარდება. საქართველოში ჩამოსვლამდე გალკინმა ხალხს ქართულად მიმართა და თქვა, რომ მის გულშემატკივრებს კონცერტზე ელოდება. „იმედი მაქვს კარგ დროს გავატარებთ“ – ამბობს გალკინი. კონცერტზე აღებული ჰონორარი უკრაინიდან დევნილებს მოხმარდება.

ნახვა »

სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მუშაობის ადრე დასაწყებად, 07:00 საათზე მუსიკის ხმა გააღვიძებს

ერევნის მერის ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს დილის 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს. მედიისცნობით, ამის შესახებ ჰრაჩია სარქისიანმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სამუშაო დღე დილაადრიან უნდა იწყებოდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქმა დილაადრიან უნდა გაიღვიძოს, სამუშაო დღე უნდა იწყებოდეს ადრე. ამიერიდან დილის 07:00 საათიდან, საათში ერთხელ მერიის საათის გაჟღერებული მუსიკის …

ნახვა »

“ევროვიზია 2023” უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. კონკურსის წესების მიხედვით, ევროვიზიის მასპინძელი ის ქვეყანა ხდება, რომელმაც კონკურსი მოიგო. წელს ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. თუმცა, ჯერ კიდევ ივნისში კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ევროვიზიის ჩატარება უკრაინაში ვერ მოხერხდება. ამის შემდეგ კონკურსის მასპინძლობის მიზნით მოლაპარაკება იმართებოდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. როგორც …

ნახვა »

სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება – ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა დეგნანთან 24 თებერვლის შემდეგ და რა საკითხი იქნა განხილული

ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და რა საკითხი იქნა მასზე განხილული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ წერილში. ამასთან, დეპუტატები …

ნახვა »

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი კელი დეგნანს მიმართავენ – თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შეგვიძლია, გამოვიტანოთ მყარი დასკვნა, რომ შეხვდით ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რთული გამოსაცნობი არაა, რა გზავნილიც გექნებოდათ

საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ერთობლივ წერილს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს …

ნახვა »

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან

ოპოზიციის ნაწილმა, კერძოდ კი სამმა პარტიამ: ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ”სტრატეგია აღმაშენებელმა” და ”ლელომ” ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი დღის წესრიგი შექმნა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების პარალელურად, ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს და საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. საკანონმდებლო ორგანოში უკვე არსებულ და მოქმედ სამუშაო ჯგუფებში კი არ ერთვებიან, სადაც პუნქტრობრივად, თორმეტივე რეკომენდაციის …

ნახვა »

ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონს დახარჯავს

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონ ლარს დახარჯავს – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა. უწყების ინფორმაციით, მათ უკვე გააფორმეს 1.6 მილიონი ლარის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 2022 წლის 20 აგვისტოა, ხოლო შემდგომი შესყიდვისთვის მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა ესაჭიროებათ. …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ …

ნახვა »

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი, მთავრობის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-26 ივლისს ეწვევა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის “იმედის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია