პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

აშშ-ში $300 მილიონიანი თაღლითური პირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი საქართველოში ცხოვრობდა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ Forsage-ის თაღლითური კრიპტოპირამიდის სქემის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის ბრალი 11 ადამიანს წარუდგინა.  სქემის შედეგად მათ $300 მილიონზე მეტი მიიღეს ადამიანებისგან მთელი მსოფლიოდან, აშშ-ის ჩათვლით.  კომისიის პრესრელიზის მიხედვით, Forsage-ის დამფუძნებლები საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ, ასევე, 3 მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა. ასევე, არაერთი ადამიანი სქემაში ჩართული იყო აშშ-ის, სულ მცირე, 5 სხვადასხვა შტატიდან.  აშშ-ის ფასიანი …

ნახვა »

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ

გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, სამაგალითო, თავგანწირული …

ნახვა »

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, დაახლოებით, 13 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, სადაც სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია მ. მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“. „მინდა, სასიამოვნო სიახლე მოგაწოდოთ, განსაკუთრებით, დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს: დიღმის …

ნახვა »

ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, …

ნახვა »

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა. სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები. “როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ …

ნახვა »

აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

აშშ-ის ძალებმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს, რომელიც სხვა თავდასხმებთან ერთად, 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. აშშ-ის სპეცსამსახურები მას 2001 წლიდან ეძებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. ამერიკელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ …

ნახვა »

პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან მილიონი ფუნტ სტერლინგი მიიღო

უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდმა 2013 წელს, ბინ ლადენის მკვლელობიდან ორ წელიწადში „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ნახევარძმებისგან შემოწირულობა მიიღო. მოხსენების თანახმად, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდმა ფული მიიღო ბაკრ ბინ ლადენისგან, …

ნახვა »

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზში. განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, …

ნახვა »

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგები. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, …

ნახვა »

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა – კოსოვოს საზღვართან დაძაბულობა პიკზეა

სერბეთმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. სერბეთის ავიაცია კოსოვოს საზღვართან მიემართება. ქვითარების ესკალაცია, მწვანე და წითელ ხაზებს შორის არსებულ მიწებზე დაიწყო, კოსოვოს ჩრდილოეთით. სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ორივე მხრიდან მიმდინარობს სამხედრო და საპოლიციო ნაწილების მობილიზება, ამავდროულად კოსოვოს სპეც. ნაწილებმა დაბლოკეს სერბეთიდან შემომავალი ყველა გზა, გაისმა გასროლის ხმა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია