საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ერთობლივ წერილს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს …
ნახვა »„სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან
ოპოზიციის ნაწილმა, კერძოდ კი სამმა პარტიამ: ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ”სტრატეგია აღმაშენებელმა” და ”ლელომ” ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი დღის წესრიგი შექმნა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების პარალელურად, ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს და საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. საკანონმდებლო ორგანოში უკვე არსებულ და მოქმედ სამუშაო ჯგუფებში კი არ ერთვებიან, სადაც პუნქტრობრივად, თორმეტივე რეკომენდაციის …
ნახვა »ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონს დახარჯავს
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონ ლარს დახარჯავს – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა. უწყების ინფორმაციით, მათ უკვე გააფორმეს 1.6 მილიონი ლარის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 2022 წლის 20 აგვისტოა, ხოლო შემდგომი შესყიდვისთვის მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა ესაჭიროებათ. …
ნახვა »ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის
ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ …
ნახვა »გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი, მთავრობის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-26 ივლისს ეწვევა. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის “იმედის …
ნახვა »2023 წლიდან საქართველოში Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას
2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას. პირველ ეტაპზე, Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება. ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს …
ნახვა »ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს. ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 …
ნახვა »ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. ორ სულიერ ლიდერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების …
ნახვა »თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება ბოლო წლებში გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯების შედეგია. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი კლასი – 74, 00 ლარი; ბიზნეს კლასი – 124 ლარი; …
ნახვა »რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა
რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ჯაშუშების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განაცხადა. ესენი არიან ნატოს ქვეყნებიდან გაძევებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც რეალურად მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში მრავალი წლის განმავლობაში, ასევე უკანონო ჯაშუშები. სულ 400-მდე ადამიანია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან გაანახევრა რუსეთის ჯაშუშობის შესაძლებლობები. ის ასევე იმედოვნებს …
ნახვა »