პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

პრეზიდენტი – ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება. „ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. …

ნახვა »

პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ხვდება.  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ვიზიტი სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.  შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.

ნახვა »

საბერძნეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გავრცელებული მითითების შესრულებას სთხოვს. „ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები. შეგახსენებთ, …

ნახვა »

თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ

თბილისში მყოფი ევროპელი კანონმდებლები დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. თავდაპირველად ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს შეხვდებიან. დაგეგმილია გასაუბრება სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს – როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან. “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. “ამ …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და …

ნახვა »

კარლ ჰარცელმა საქართველოში მისია დაასრულა – ვიდეო მიმართვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. „დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა …

ნახვა »

უახლესი სამედიცინო კვლევა – 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ლუდის სმით გაუმჯობესდა

გამაოგნებელი ახალი სამედიცინო კვლევა ადამიანის ორგანიზმისთვის ლუდის სარგებლიანობაზე ჩატარდა. შედეგებით თავად მკვლევრებიც გაოცდნენ – ლუდი, როგორც ალკოჰოლის შემცველი, ისე – უალკოჰოლო, ნაწლავების ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სამედიცინო გამოცემა  New Atlas წერს. „პორტუგალიელი მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს …

ნახვა »

30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში. „მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, …

ნახვა »

ირანის სულიერი ლიდერი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისა და თეირანის გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ოფიციალურ თეირანსა და მოსკოვს სჭირდებათ „სიფხიზლე დასავლური სიცრუის“ წინააღმდეგ და რუსულ-ირანული გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის საკითხზე საუბრისას, ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „ომი სასტიკი და …

ნახვა »

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „მოდუსი“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია