პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

BTU ჰარვარდის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის წევრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის – Harvard MOC Affiliate Network წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტს აძლევს საშუალებას, სასწავლო პროცესებში გამოიყენოს ჰარვარდის სასწავლო რესურსები და მეთოდოლოგია, როგორც „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის“ მიმართულების კურსების, ისე სხვა საგნების ფარგლებში. ჰარვარდის რესურსების მიხედვით სწავლება BTU-ში 2023 წლიდან დაიწყება. გარდა ჰარვარდის სასწავლო რესურსების გამოყენებისა, აფილირებული …

ნახვა »

თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის  პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების …

ნახვა »

Kass Land-ს 30 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა

ერთ თვეზე მეტია წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით „კასს ლენდი“ გაიხსნა და ეკოტურისტულ სივრცეს უკვე 30 000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა. როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, ვიზიტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. Kass Group-ის მენეჯმენტის ინფორმაციითვე, სტუმრები ჰყავთ Kass Dimond Resort-ის ვილებშიც, რომლის ფასი ორ ადამიანზე $150-ია და ღირებულება …

ნახვა »

თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაშკენტის მერთან, ჯახონგირარტიკ,ხოჯაევთან ერთად, ტაშკენტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის, იაკობ შაპიროს ნამუშევრის- შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო. ტაშკენტის მერის განცხადებით, ტაშკენტის მერია გეგმავს ქალაქის სიმბოლო-ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს. თბილისის …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის …

ნახვა »

რუსეთის სასამართლომ Google-ი უკრაინის ომის შესახებ „აკრძალული“ მასალის წაშლაზე უარის გამო, 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია. …

ნახვა »

რატომ გაძვირდა პირადობა და პასპორტი? – საჯარო რეესტრის განმარტება

2022 წლის 1 მაისიდან საქართველოში პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება გაძვირდა. პირადობის საფასური 30 ლარიდან 60 ლარამდე გაიზარდა, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე. ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტარმა დავით უსუფაშვილმა მთავრობას სადეპუტატო კითხვით მიმართა, საჯარო რეესტრის პასუხიდან ირკვევა, რომ ტარიფების ცვლილება ამ დოკუმენტების წარმოების თვითღირებულების გაძვირებამ განაპირობა. კერძოდ, …

ნახვა »

კონსერვატორების კენჭისყრის მესამე რაუნდი ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი. ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას …

ნახვა »

აშშ-ში 18 პაციენტი, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სრულად განიკურნენ – უახლესმა მკურნალობის მეთოდმა გაამართლა

აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა და ახლა, შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს. მართალია კვლევა მცირემაშტაბიანი იყო და ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია