პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

კარლ ჰარცელი – თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას კარლ ჰარცელი ეხმაურება. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“. „როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „საქართველო იგივე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა …

ნახვა »

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველმა კანონმდებელმა ჩვენი ქვეყნის მიერ …

ნახვა »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0524 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ …

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის …

ნახვა »

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიამრთა.

ნახვა »

რუმინეთის პრეზიდენტი – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიცია არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს. „ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“ – აღნიშნა იოჰანისმა. ამის შესახებ interpressnews.ge …

ნახვა »

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი – ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინსა და ევროპულ საქმეთა მინისტრ ტიტი ტუპურაინენს ხვდებიან. ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, რომ აფასებენ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა. „მოხარული ვართ, ფინეთში ვუმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის სპიკერს. ძალიან სასიამოვნოა მასთან მოლაპარაკებების გამართვა ევროპაში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩვენ ვაფასებთ …

ნახვა »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.  „უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და შეწყდეს საომარი მოქმედებები.  უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია