პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება …

ნახვა »

23 ივნისს, 22:00 საათიდან 25 ივნისის 10:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 23 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. „დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ასევე, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე …

ნახვა »

გიორგი მარგველაშვილის წერილი ევროპელ ლიდერებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა. წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად. “პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო …

ნახვა »

აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადებაში, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, დახმარება აღუთქვა აუცილებელი რეფორმების განხორციელების პროცესში.  

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების …

ნახვა »

VTB ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს

VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ტოვებს ქართულ ბაზარს. „ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს], არსად. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 22 ივნისს წარსდგება

მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში 22 ივნისს წარსდგება. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ანგარიში წერილობით პირველ ივნისს გადაუგზავნა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ პრემიერი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს.

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს. „პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ  არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია