პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

4 დეპუტატი: მოვუწოდებთ “ოცნებას”, ხელი აიღოს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური კამპანიისგან

პარლამენტის 4 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ემიჯნებიან და მკაცრად გმობენ მმართველი პარტიისა და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე  – ქალბატონ კელი დეგნანსა და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ …

ნახვა »

ადვოკატი: სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების საკითხებზე დოკუმენტები, რომლის საჯაროდ გამოტანასაც აპირებდა, დღის სინათლეს მაინც იხილავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მოინახულა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის გზავნილი ოჯახის მიმართ არის, რომ თავს კარგად გრძნობს, არის მხნედ და ბრძოლისუნარიან განწყობაზე. ადვოკატი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი დაკავებას უკავშირებს ბოლო …

ნახვა »

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩამოვიდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. “ძალიან მეამაყება, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის …

ნახვა »

სპეცოპერაცა სუს-ის ექს მაღალჩინოსნის სახლში – სოსო გოგაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური განცხადება მის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა. სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.  

ნახვა »

გიორგი გახარია – ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან

“საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე „თავდასხმები“ საქართველოს დასავლური კურისის წინააღმდეგ „ღია შეტევაა“. ამის შესახებ გიორგი გახარია ტვიტერზე წერს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, ხოლო პარტნიორებს – თავს ესხმიან. „მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური …

ნახვა »

გიგა ბოკერია – თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება

უსინდისო და თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და ამხელს ზეწოლაში , – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას. მისივე თქმით, ცდილობენ, „ამ ბოდვაში გვამყოფონ, თითქოს ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხე ამერიკასა და ევროპიდან მოდის“. „ჩვენ ეს ნაგავი მთლიანად გვერდით უნდა …

ნახვა »

ნიკა გვარამია – სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია – ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე

„ოცნებიდან“ „განდგომილ“ გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე „მოსამართლეც“ უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით, – ამის შესახებ ნათქვამია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, მსჯავრდებული ნიკა გვარამიას განცხადებაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. „აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც …

ნახვა »

კელი დეგნანი – ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს

ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩს კომენტარი სთხოვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ჩხიკვაძე საუბრობს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის მასთან შეხვედრაზე. დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს

salome zurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომების მოწვევას გეგმავს. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი …

ნახვა »

როდის გამოქვეყნდება ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ?

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარსი ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. მისივე თქმით, სრულყოფილი ანგარიში იქნება მზად 2023 წლის გაფართოების პაკეტში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. „ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში საქართველოს შესახებ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება. `სრულყოფილი ანგარიში იქნება მზად 2023 წლის გაფართოების პაკეტში უკრაინასთან …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია