პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

მოძრაობა “სირცხვილიას” facebook გვერდი რუსეთიდან იმართება?

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ მოძრაობის გვერდს რუსეთიდანაც მართავენ. „ანტირუსულ“ მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდს ერთი ადმინი რუსეთიდან მართავს. „სირცხვილია“, შემთხვევით სირცხვილი ხომ არ არის?!“ – წერს გვიდიანი.

ნახვა »

კელი დეგნანი – აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური …

ნახვა »

პუტინის მუქარა ფინეთსა და შვედეთს

რუსეთს არ აქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩვენ არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ …

ნახვა »

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი EU-ს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

მსოფლიო დემოკრატიული კავშირი (IDU) მოუწოდებს ევროკავშირისა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს. IDU საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ. კავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ევროპულ მისწრაფებებს და  დაიწყოს ევროკომისიის …

ნახვა »

რატომ დატოვა ”ქართული ოცნება” სამმა წევრმა?

მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს. წასვლის ოფიციალური მიზეზეი ასეთია:  მათ სურთ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მაიწოდონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამაში კი მამრთველი პარტიის ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორც ჩანს, ხელს უშლიდათ. რა საკითხებთან დაკავშირებით აპირებენ ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატები ე.წ. კულისებიდან ინფორმაციის გასაჯაროებას, ჯერჯერობით უცნობია. …

ნახვა »

“ქართული ოცნება” სამმა წევრმა დატოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა პარტია “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პარტიიდან წასულებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

ნახვა »

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრები თბილისში იმყოფებიან. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შეხვდებიან. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები შეხვედრებს გამართავენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების …

ნახვა »

ვინ დგას ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან?

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. როგორც ხოშტარია განმარტავს, აღნიშნულში საქართველოს მხრიდან ჩართულია „ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა“. „ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ. მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის. „მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, …

ნახვა »

ქართველი ექსპერტების ჯგუფმა იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართა

სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს. წერილის ხელმომწერებმა გზავნილის შინაარსზე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, წერილი ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება. წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია