ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აცხადებს, საქართველო შეცდომას გამოასწორებს. “საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან – 1918 და 1991 წლებში. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე. ჩვენ …
ნახვა »ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა
მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია. ეს ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე წერს. „ეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი – ევროპაში“ …
ნახვა »სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს, ვიცით რა ეღობება ამას წინ
მოძრაობა სირცხვილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს. მათი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რაც ეღობება ევროპულ პერსპექტივას წინ – ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი. მოძრაობამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, გახდეს ევროკავშირის წევრი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას“, …
ნახვა »რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის საბჭომ?
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, მზადაა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ნახვა »შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.
ნახვა »ელენე ხოშტარია – სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული
სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სოლიკო ვირსალაძე 30 წლის წინ გარდაიცვალა და დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება. „მას შემდეგ, რაც მე დავიწყე …
ნახვა »პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა
პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა. მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ
ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი თავისი რიტორიკით „სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული“. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. …
ნახვა »