ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის, პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაერთიანებულ სამეფოში განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. კობახიძის თქმით, საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით. „დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის …
ნახვა »“ლელო”, ანა დოლიძის “ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა
“ლელო”, ანა დოლიძის “ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. “იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემპ …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი …
ნახვა »კახა კალაძე – იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს
ჩვენს არჩევნები იქნება ძალიან რთული, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპზე თავდასხმაზე ქართული ოპოზიციის რეაქციის კონტექსტში მოსალოდნელ რთულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული …
ნახვა »კახა კალაძე – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, თქვეს ლომჯარია-გიგაურს მივცემთო
ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე. მან იმ …
ნახვა »პრემიერ-მინისტრი პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე – ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერება. მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. …
ნახვა »18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება
18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე საკითხია შემოსული, მათ შორის დაინიცირდა ამნისტიის პროექტი, რომელიც გვინდა რომ პირველი მოსმენით მივიღოთ და საშემოდგომო სესიის ფარგლებში მესამე მოსმენით დავხუროთ. არის სხვა საკითხები, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევა. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას დაგვჭირდება …
ნახვა »ნატო-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების …
ნახვა »ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა
ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა. პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი. „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი – 5 იქნება. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერს …
ნახვა »ბექა ლილუაშვილი – პარტია „საქართველოსთვის“ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს
მივესალმებით ყველა დემოკრატიული, ევროპული სტილის სტრუქტურის და ამოცანების მქონე პარტიის შექმნას, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს. „არის გარკვეული რისკები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებებზე საუბრობს, ცენტრის შექმნაზე, საერთო სიებზე; განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს და ამ დროს ახალი …
ნახვა »