პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

შალვა პაპუაშვილი – შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს, –  უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე თუ ვინ უფრო დიდი მტერია ქვეყნისთვის რუსეთი თუ საქართველოს ოპოზიცია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიდევ არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც გათქვეს, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა, პაპუაშვილის შეფასებით, …

ნახვა »

კახა კალაძე – არჩევნებზე 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დათქმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ, აუცილებლად შესრულდება. ისევე, როგორც  2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები. „რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. …

ნახვა »

ბადრი ჯაფარიძე – “ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა

“ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად, – აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდება და ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა. “ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული …

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში

ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის, არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე განაცხადა, რომელშიც ასევე …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: – ოპოზიცია ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ!ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს!

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: – ოპოზიცია ყოჩაღ! სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ!ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს! ეს არის მთელი შინაარსი, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. „საქართველომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური რეკომენდაცია მიიღო და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა. რა თქმა …

ნახვა »

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერდა „საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო დიდი რისკის წინაშეა, როდესაც ქვეყნის ორი რეგიონი …

ნახვა »

ბექა დავითულიანი – მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს

მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ასე გააგრძელონ, კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. „ბუნების კანონია, რომ აგრესია და ნეგატიური ქმედება თვითდესტრუქციას იწვევს. 12 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნით ისეა გამწარებული, რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია