პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

ნახვა »

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ მივუძღვენით საკუთარი თავი ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა სრულად არის შესრულებული

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად შეასრულა. …

ნახვა »

პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია, დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში – ევროპარლმენტარი მარინა კალიურანდი

ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს …

ნახვა »

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლურია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მხარდაჭერას გულისხმობს

ნიუ-იორკში, 77-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათივე ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ …

ნახვა »

დღეს, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება

დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – შეიძლება ასე ითქვას, რომ დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. „სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა, 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი პირველ კვარტალში შეიქმნა და 716 ათასი შეადგინა. რაც პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 2020 …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი …

ნახვა »

ბექა ლილიუაშვილი – არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და გამაცხადა, რომ არავის მიხმარება მათ არ სჭირდებათ. “ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ვიხილეთ “ნაციონალური მოძრაობის” ძალისხმევა მიხმარების “ქართული ოცნებისთვის” და დავინახეთ მისმა ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშვნინა მისთვის სასურველი კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება “ნაციონალური …

ნახვა »

პარტია „დროას“ ინფორმაციით, უკრაინამ ვებ-გვერდზე „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიაში Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატა

“დროას“ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე, „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატეს. პარტია „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე საქართველოს ორი მოქალაქის და იურიდიული პირის დამატება ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება ცალკეული პირებისა და კომპანიების დასასანქცირებლად საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას იწყებს. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში

„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე გააკეთა. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომაც ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია