შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისი განცხადებით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური …
ნახვა »ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და “ბუფერულ ზონაში” ჩადენილი დანაშაულების – მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების …
ნახვა »ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება
უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. “რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს,” – განაცხასა ზელენსკიმ. მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. …
ნახვა »ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას – შარლ მიშელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”წერს: „ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს.”
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა. მითი თქმით, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი …
ნახვა »IRI- გამოკითხულთა 63 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი მიგაჩნიათ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, გამოკითხულთა 63 პროცენტი ასახელებს ევროკავშირს, 47 პროცენტი – აშშ-ს, 27 პროცენტი – უკრაინას, 18 პროცენტი – თურქეთს, 16 პროცენტი – აზერბაიჯანს. ასევე 12 პროცენტი ასახელებს ბრიტანეთს, 8-8 პროცენტი – რუსეთს, სომხეთსა და ისრაელს, სამი პროცენტი ჩინეთს, ორი …
ნახვა »ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა იმართება. ბრიუსელში მყოფი საქართველოს დელეგაციის წარმომადგებლების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემებია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. მათივე ინფორმაციით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველო წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას …
ნახვა »IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“
IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს”, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას …
ნახვა »ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდისთვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა კატეგორიულად მიუღებელია და მსგავს ქმედებაზე ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია. ასევე აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველასგან სამართლიანობას ითხოვს, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან. „ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც …
ნახვა »ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. …
ნახვა »