პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – ხალხის ნების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რათა დავიცვა, გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები

ჩემი პრეზიდენტობის დღიდან ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, რათა დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და გარეთ წარმოადგენს …

ნახვა »

ზურაბიშვილმა მთავრობას კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი შეახსენა

საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი შეახსენა. მან ქართულ ოცნებას მიმართა, რომ მათი ვალია, ხალხის ნება აღასრულონ, ხალხის ნება კი ევროპული მომავალია. “დღეს ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია – ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ენის ნება, სწორედ …

ნახვა »

რობინ დანიგანი – ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური გზის მიმართ, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გავაგრძელოთ ამ გზაზე მათი მხარდაჭერა

საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო რეფორმების გატარებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. სენატორმა ვან ჰოლენმა ელჩობის კანდიდატს სთხოვა, ესაუბრა „უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე“, მის გარშემო პროტესტზე, კანონის გაწვევაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე რუსეთის …

ნახვა »

რობინ დანიგანი – ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველომ გაგზავნა ენერგეტიკული აღჭურვილობა, მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი

ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი ხარისხით დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. „ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, …

ნახვა »

გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე სახალხო დამცველის აპარატს ტოვებენ

სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობას ტოვებენ. როგორც ბურჯანაძე ფეისბუქზე წერს, 31 მარტი მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება. “ლევანს [იოსელიანს] არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ პრეზიდენტის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი არ იქნება, შესაბამისად, არ იქნება შესაძლებლობა მას კითხვები დაუსვან. ასე უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, დაუსვამენ თუ არა უმრავლესობის წევრები კითხვას ზურაბიშვილს მის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. „გირჩევთ, რომ გაეცნოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც ვერ გადავალთ და …

ნახვა »

რა თქვა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გუშინ მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განიხილეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს. შარლ მიშელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვეში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. “ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს უახლესი ანგარიში …

ნახვა »

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროპელი კოლეგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენდა, მონაწილეობდა თუ არა ყველა …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხისადმი უკიდურესი ცინიზმია. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც „სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო“. „ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო. ეს ძალიან სერიოზული განსხვავებაა. უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია