პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება. ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 …

ნახვა »

22-23 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

22-23 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს. ”ჩვენ საშემოდგომო სესია დავასრულეთ, მაგრამ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით უკვე მოგაწოდეთ წინასწარ ინფორმაცია.დღეს მივმართავ პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სესია. დღის წესრიგში იქნება სახალხო დამცველის არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, ცესკო-ს წევრების, თავმჯდომარის არჩევა და რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით გვაქვს მისაღები. …

ნახვა »

უკრაინის ომბუდსმენი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან

უკრაინის ომბუდსმენი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან. ამის შესახებ დმიტრო ლუბინეცი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს. ლუბინეცის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ამიტომ აუცილებელია, თავად დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მოვუწოდებ ხელისუფლებას, შემიშვან უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ახლა „ვივამედის“ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი შიმშილობას აცხადებენ

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ დავით კირკიტაძემ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა. დავით კირკიტაძის განმარტებით, „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“. მისივე თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო. „საქართველოს ხელისუფლების მიერ …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი – ევროპარლამენტარებისგან მივიღე გზავნილი, რომ შევწყვიტო შიმშილობა, მრავალი თვე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი, რაც ნობელის პრემიის ლაურეატებმაც დაადასტურეს

ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული. ამასთან, სააკაშვილი წერილში საუბრობს, რომ „მრავალი თვის განმავლობაში იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის …

ნახვა »

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ „დაუწესდეს პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“. ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.

ნახვა »

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამ ეტაპზე კონსენსუსი მიღწეული არ არის და დამატებითი შეხვედრა გაიმართება

პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. როგორც ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი შეხვედრა გაიმართება. „საერთო განწყობაა, რომ მოხდეს შეთანხმება, რადგან სახალხო დამცველის …

ნახვა »

ბექა ოდიშარია პაატა მანჯგალაძეს – ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ „დუქნის ლომები“, მართლა თუ გეომება, წადი, გმირი ბიჭების გვერდზე დადექი

ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ? ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი და მართლა თუ გეომება, გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე – მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ – მათ რუსებს, მათ შორის უკრაინაში ის კბილები ჩაუმსხვრიეს, რომლითაც 2008 წელს გვგლეჯდნენ

მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის, უკრაინაში, ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლითაც გვგლეჯდნენ 2008 წელს და რომლით დაგლეჯასაც აპირებდნენ თუ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაცია წარმატებით განხორციელდებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ მშვიდობაში ხელისუფლების დამსახურება ისაა, რომ ნაძვის ხესთან და ქუჩებში საახალწლო …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები ესადაგება მოწამვლას – მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად

ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში საბოლოოდ პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ გაითვალისწინოს მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, დეკანოიძე საუბრობს ტოქსიკოლოგიურ დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია