ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია, ამას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოპოზიცია ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნას აპირებს. „ეს არის მორიგი პროვოკაცია. გვახსოვს მსგავსი ტიპის პროვოკაციები „ნაცმოძრაობისა“ და …
ნახვა »გიული ალასანია სააკაშვილზე – ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?
რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“ მისივე …
ნახვა »სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. საელჩოს თანახმად, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი …
ნახვა »მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია – ვიდეო
მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პანელი „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა. პანელში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიულ …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო
2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.„მშვიდობას ალტერნატივა არ …
ნახვა »რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ ის „ფეისბუქში“ წერს. „მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე.
ნახვა »იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც …
ნახვა »რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
რუსეთში ავღანეთის საელჩოს დელეგაცია, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არის აკრედიტებული, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარება, ასევე აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების აქტუალური ასპექტები. ავღანეთის დელეგაციას დე ფაქტო მინისტრი ინალ არძინბა შეხვდა. აფხაზეთის დე ფაქტო …
ნახვა »ელისაშვილი მარგველაშვილის განცხადებაზე: ეს ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან? მით უმეტეს ყოფილ მთავარსარდალს
ალეკო ელისაშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „მოქალაქეების“ ლიდერი ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს ჯარის შესახებ შეურაცხმყოფელს უწოდებს. „ეს არის გამაოგნებელ. ჯარს თავი დაანებოს ყველამ. ეს არის ჩვენი თავდაცვის ძალების, ჩვენი შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფა. ეს ქართველ კაცს როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან? მით უმეტეს, როგორ უნდა ამოგივიდეს ასეთი სიტყვები ყოფილ მთავარსარდალს?“ – აცხადებს ელისაშვილი. …
ნახვა »