პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ ზაგრებს ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები. „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – არესტოვიჩის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია

არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით არავის მოსაზრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „უკრაინის მაღალჩინოსნის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. „მე …

ნახვა »

გია ვოლსკი – არესტოვიჩის განცხადება არის დაძაბულობისა და დაპირისპირების პროვოცირება, რაც ნამდვილად არ დაუმსახურებიათ არც საქართველოს და არც უკრაინას

ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის გაცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება …

ნახვა »

ნიკა ობოლაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნიკა ობოლაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა განაცხადა. ობოლაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს “ძალას, რომელიც შეძლებს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს”. „საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად თუ …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ

ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში, არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ“. …

ნახვა »

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გადადგა. ტრასმა განცხადება ცოტა ხნის გააკეთა. მისი თქმით, ტოვებს კონსერვატიულ პარტიას და ამის შესახებ პრინც ჩარლზს აცნობა. „მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასი თანამდებობაზე 44 დღის წინ აირჩიეს.

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრება. დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იქნება, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს. კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს გაუზიარებენ ინფორმაციას, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც​​.  ფოტო: 1tv.ge

ნახვა »

დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა, – ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი

როდესაც ოპოზიციას არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არა, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.  მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ“ ამას ხმა არ მისცა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ღიად …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია