კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ქვეყანაში ვითარების ასარევად, თუმცა მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი. „უკრაინაში …
ნახვა »თინა ბოკუჩავა – Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის კვლევა შეაფასა, მისი თქმით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება და ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმაშეცვალოს 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად …
ნახვა »კახა კალაძე – არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. მერის განცხადებით დადებითი მოლოდინი აქვს აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. „მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი
სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს …
ნახვა »მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის
ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო …
ნახვა »ანა ნაცვლიშვილი – საქალაქო სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა, ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში
საქალაქო სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება. „სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ გადაწყვიტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან არცერთი წევრი არ იყოს ისეთი, ვინც დაიცავს მოქალაქის ინტერესებს, უფლებებს და არ იქნება …
ნახვა »ანა ბუჩუკური – პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მანკიერი სისტემა თავს იცავს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ეს ნათელი მაგალითია, რომ სასამართლოს გავლენის ჯგუფი, ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემა თავს იცავს“. „ეს ჩაკეტილი წრეა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირეს, გააძლიერეს ერთადერთი მიზნით – სასამართლოს გავლენის ჯგუფი …
ნახვა »პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
„ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა დღეს 82 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი სხდომას არ დასწრებია. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. კანონპროექტის ინიციატორს კითხვები მხოლოდ „გირჩის“ წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ დაუსვეს. კანონპროექტის თანახმად, „ამნისტიის პროექტი“ აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის …
ნახვა »პარტია “საქართველოსთვის” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს
პარტია “საქართველოსთვის” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ამის შესახებ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა. თუმცა აღნიშნა ასევე, რომ თუკი რამე შეიცვლება ამას ამომრჩეველი მისგან შეიტყობს. “როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულად …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით, ევროპელ კოლეგებთან საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი
ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის, პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაერთიანებულ სამეფოში განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. კობახიძის თქმით, საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით. „დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის …
ნახვა »