იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს. ნარა-ნიშის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა, იამაგამი ტეცუიამ განაცხადა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა “კონკრეტული ორგანიზაციის” მიმართ, რომელთანაც, მისი ინფორმაციით, აბეს კავშირი ჰქონდა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს მტრობა არ უკავშირდება პოლიტიკას. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რეალურად არსებობს …
ნახვა »BBC: იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა
BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე, რომელსაც დღეს ესროლეს, გარდაიცვალა. სინძო აბეს თავს დღეს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას
ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბე ე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას. „ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს შინძო აბეზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. …
ნახვა »იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც იაპონური მაუწყებელი NHK იუწყება, ყოფილ პრემიერს ზურგიდან ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. შინძო აბე კი ჰოსპიტალიზებულია. სააგენტო Kyodo News-ი წერს, რომ ყოფილი პრემიერი უგონოდაა. შინძო აბე …
ნახვა »ვატო შაქარიშვილი და გელა ნიკოლეიშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის სავარაუდო მცდელობით დაინტერესდეს
ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის მცდელობით დაინტერესდეს. კერძოდ, ვატო შაქარიშვილმა და გელა ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემის ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტს სთხოვდა, გასცნობოდა მის ხელთ არსებულ …
ნახვა »Credit Suisse ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავის მოქმედებებს სასამართლოს თანხმობის გარეშე აღარ განახორციელებს
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ …
ნახვა »ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს ხელები დამჭკნარი, სახე კი 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს
საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სახეზე შავი ფერი აქვს, ხელები კი დამჭკნარი. როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. “ძალიან ცუდად არის. შავი ფერი აქვს სახეზე, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე 2-3 დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა. რაც …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით. რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს …
ნახვა »მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …
ნახვა »დაკავებულია მედდა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირად აფიქსირებდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების მედდა დააკავეს. კერძოდ, უწყების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის …
ნახვა »