პოლიტიკა

საზოგადოება

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, ფილტვის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.

ნახვა »

საბერძნეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გავრცელებული მითითების შესრულებას სთხოვს. „ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები. შეგახსენებთ, …

ნახვა »

კარლ ჰარცელმა საქართველოში მისია დაასრულა – ვიდეო მიმართვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. „დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა …

ნახვა »

ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს

ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 35 ადამიანი, მათ შორის 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს. Washington Post-ის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან კონგრესის წევრები ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა ტლაიდი და ილჰან ომარი. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს „ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან“ და ქუჩის ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა. აშშ-ის უზენაესმა …

ნახვა »

რატომ დაკარგა Netflix-მა 3 თვეში თითქმის მილიონი გამომწერი?

მიმდინარე წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ლიდერმა სტრიმინგსერვისმა Netflix-მა თითქმის ერთი მილიონი გამომწერი დაკარგა, – ამის შესახებ BBC წერს. ჯერ კიდევ აპრილში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ბოლო ათწლეულში პირველად, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა შემცირდა. ამას სამუშაო ადგილების კლება და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. პანდემიის დასაწყისში, Netflix-ის მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრი ტემპით იზრდებოდა, ვინაიდან იზოლაციაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის ეს სერვისი გართობის კარგი საშუალება აღმოჩნდა. მას …

ნახვა »

უახლესი სამედიცინო კვლევა – 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ლუდის სმით გაუმჯობესდა

გამაოგნებელი ახალი სამედიცინო კვლევა ადამიანის ორგანიზმისთვის ლუდის სარგებლიანობაზე ჩატარდა. შედეგებით თავად მკვლევრებიც გაოცდნენ – ლუდი, როგორც ალკოჰოლის შემცველი, ისე – უალკოჰოლო, ნაწლავების ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სამედიცინო გამოცემა  New Atlas წერს. „პორტუგალიელი მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს …

ნახვა »

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. …

ნახვა »

კელი დეგნანი – საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე

საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩს შეკითხვა დაუსვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით და ასევე, იმის თაობაზე, არის თუ არა ეს მოსამართლე სანქცირებული. ​„საქართველოსთან ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც …

ნახვა »

ავტოსაგზაო შემთხვევა კარალეთში – არის მსხვერპლი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი მგზავრი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო: 1tv.ge

ნახვა »

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „მოდუსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. „მოდუსი“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია