შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, Thunstarsse 2-ში მდებარე შენობას დღეიდან საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ამშვენებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა. ღონისძიებას თბილისისა და ბერნის მერები კახა კალაძე და ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრნენ. …
ნახვა »როგორია ქვეყანაში ეპიდსიტუაცია და დაწესდება თუ არა შეზღუდვები?
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება და ეპიდვითარება სრულად მართვადია. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს რაიმე შეზღუდვის დაწესების საფუძველი არ არსებობს. „რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის …
ნახვა »დღეს სოფელ სამებასთან 50, წლის განმავლობაში კი 10 ათასი მიწისძვრა დაფიქსირდა
სეისმური მონიტორინგის ცენტრში მონაცემების დამუშავება გრძელდება. სპეციალისტები ჯავახეთის ქედზე განვითარებულ პროცესებს სწავლობენ, იკვლევენ სოფელ სამებისა და დმანისის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დღეს მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იყო. სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა თბილისის დროით დილის 7 საათსა და 36 წუთზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 50 მიწისძვრა …
ნახვა »ქართული კენკრა ექსპორტზე ვეღარ გადის
ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის – ამის შესახებ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, კენკრის გასაღების ერთადერთი ბაზარი აქამდე რუსეთი იყო, ახლა კი, რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის პრობლემაა და ამის გამო, კენკრის ექსპორტი სრულად შეჩერებულია. ,,წელს, მოსავალი საკმაოდ კარგია. ადგილობრივ ბაზარზე ფასიც ნორმალური, მაყვალი 5-6 ლარი ღირს, ჟოლო 7-8 …
ნახვა »საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს ექვსჯერ განმეორდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს რამდენჯერმე დაფიქსირიდა. სეისმური მონიტროინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველად თბილისის დროით დილის 07:36 საათზე 4,8 მაგნიტუდის ბიძგები სოფელ სამებასთან იყო, 09:10 საათზე 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა, 09:19-ზე, 3,1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა …
ნახვა »საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:18 საათზე, 09:47 საათზე და 10:14 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ამ შემთხვევებშიც სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრების სიძლიერემ, 3.1, 3.3 და 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 07:36 საათზე, ხოლო 4.5 მაგნიტუდის სიძლიერის – 09:10 საათზე. ორივე შემთხვევაში …
ნახვა »საქართველოში ბოლო 2 საათის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველად ბიძგები თბილისის დროით 07:36 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. 09:10 საათზე სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები ისევ განმეორდა. ამჯერად, 4.5 მაგნიტუდის.
ნახვა »იაპონიის ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა
იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს. ნარა-ნიშის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა, იამაგამი ტეცუიამ განაცხადა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა “კონკრეტული ორგანიზაციის” მიმართ, რომელთანაც, მისი ინფორმაციით, აბეს კავშირი ჰქონდა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს მტრობა არ უკავშირდება პოლიტიკას. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რეალურად არსებობს …
ნახვა »მორიგი ქართული წარმატება კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე
ეროვნული კინოცენტრი საერთაშორისო კინოფესტივალზე მორიგი ქართული წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კინოცენტრის ცნობით, იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს. ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.
ნახვა »პაკისტანში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის სამხრეთ პროვინციაში, ბალუჯისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პახტუნხვას პროვინციაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. წყალდიდობის გამო, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რომელთა უმეტესობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.
ნახვა »