დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 07:49 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
ნახვა »სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი მიმდინარეობს
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტს მართავს, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე სრულდება ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და მრავალი სხვა ნაწარმოები შესრულდება. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებიან. კონცერტის ჩატარების სურვილი სწორედ პატრიაქმა გამოთქვა და …
ნახვა »დღეს ოკეან ელზი ქართველ მსმენელს შეხვდება
Tbilisi open air-ის სცენა დღეს უკრაინულ ჯგუფს მასპინძლობს. სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკვე თბილისშია და დღევანდელი საღამოსთვის ემზადება. ქართველი მსმენელი დღეს უკრაინელი ჯგუფისგან ნაცნობ და საყვარელ მუსიკას მოისმენს. “საქართველო ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ქვეყანაა. მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, ტანსაცმელი, სამზარეულო, ყველაფერი…” – განაცხადა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა. ბრიფინგის ბოლოს, უკრაინელი არტისტი მარიუპოლიდან ლტოლვილ ბავშვს …
ნახვა »„თბილისი პრაიდი“ – არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება
მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განცხადებით, მეორე მოთხოვნას 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დასჯა წარმოადგენს, ვინაიდან, მათი …
ნახვა »“სილქ როუდ ჯგუფის” განცხადება ლევან კაჭარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
“ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას. ლევანი”სილქ როუდ ჯგუფის” დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა “სილქ როუდ ჯგუფისგან” დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი. დიდი იმედი გვაქვს, …
ნახვა »გუგლის ანიმაცია ანა ფრანკის დღიურის გამოცემიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად
ანა ფრანკის დღიურის პირველი გამოცემიდან 75 წლისთავი გუგლმა ახალი დუდლით და ანიმაციით აღნიშნა. მსოფლიოში ცნობილი დღიურის ავტორი, რომელიც 15 წლის ასაკში ნაცისტური გერმანიის სასტიკ ქმედებებს ემსხვერპლა, ანიმაციაში მისი ნაწერების საშუალებითაა გაცოცხლებული. სლაიდშოუში დღიურის ყველაზე ემოციური სტრიქონებია გამოტანილი, რომლებიც გვიყვება, რისი გადატანა მოუხდათ ანას ოჯახსა და მეგობრებს. დუდლისა და ანიმაციის შესაქმნელად …
ნახვა »აშშ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.
ნახვა »თბილისში მოკლული ბიზნესმენი და ოჯახის კომენტარი
მკვლელობა მოხდა თბილისში, ბაგებში. მოკლულია ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა. ის Silk Road Group-ის ერთერთი თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ლევან კაჭარავა სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ ჩასაფრებულმა და ასევე, სავარაუდოდ დაქირავებულმა ქილერმა ის მანქანაში, 20 ტყვიის გასროლით ჩაცხრილა. დაიჭრა კაჭარავას მძღოლიც. მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …
ნახვა »ზელენსკის მიმართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. “ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით… იარეთ — ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!” — ვოლოდიმირ …
ნახვა »“შინ ევროპისკენ” – რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ – ოლიგაქრიული მმართველობის გარეშე” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და ჰიმნი გააჟღერეს. აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოპოზიციონერებიც ესწრებიან. როგოც აქციის ორგანიზორები განმარტავენ, მათი მიზანია, საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროსა და ევროკავშირის ნაწილი. ფოტო: ipn
ნახვა »