„TV პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ თანამშრომლებისთვის – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური …
ნახვა »TV პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს თავს დაესხნენ
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევას ფორმულას ჟურნალისტი თიკო ერაძე შეესწრო. როგორც თიკო ერაძე ჰყვება, ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ადგილზე სხვა რესპონდენტთან ჩასაწერად იყო მისული, ქუჩაში მდგომმა უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ. ერაძის თქმით, უცნობები ჟურნალისტს თავს …
ნახვა »ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ნახვა »სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს, ვიცით რა ეღობება ამას წინ
მოძრაობა სირცხვილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს. მათი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რაც ეღობება ევროპულ პერსპექტივას წინ – ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი. მოძრაობამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. …
ნახვა »რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის საბჭომ?
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, მზადაა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ნახვა »შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.
ნახვა »ლატვია და ლიეტუვა საქართველოს გვერდით
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა. მიმართვას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდეტები: ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს …
ნახვა »“შინ ევროპისკენ” – მორიგი აქცია ხვალ, 24 ივნისს გაიმართება
ხვალ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართება. უცვლელად გთავაზობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებას: “24 ივნისს, ევროპული საბჭო საქართველოს წევრობის კანდიდატობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გასაჯაროვდება, შევიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლებას მოთხოვნას წავუყენებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი 6 თვის …
ნახვა »შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის
დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს …
ნახვა »პრემიერის მოსმენა პარლამენტში და შეფასებები
მთავრობის მეთაურის მოსმენა პარლამენტში 11 საათს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა. მოხსენების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ხელსუფლების ოპონენტები …
ნახვა »